ყაზახეთის მოქალაქემ თბილისში არასრულწლოვანი დაჭრა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2026
გამოწერა
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ყაზახეთის მოქალაქე, 25 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბასრი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები 17 წლის პირს მიაყენა.
არასრულწლოვანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0