https://sputnik-georgia.com/20260206/tbilissi-narkodanasaulis-braldebit-24-wlis-mamakaci-daakaves-296988566.html
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 06.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-06T11:27+0400
2026-02-06T11:27+0400
2026-02-06T11:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება 24 წლის მამაკაცს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალდებული პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში ქვეითად გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად 30 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოღებულია საბრძოლო ვაზნები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება 24 წლის მამაკაცს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.
ბრალდებული პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში ქვეითად გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად 30 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოღებულია საბრძოლო ვაზნები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.