https://sputnik-georgia.com/20260206/tbilissa-da-regionebsi-iararis-arsenali-amoires-dakavebulia-39-piri-296999109.html
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 39 პირი
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 39 პირი
Sputnik საქართველო
საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებაც. 06.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-06T14:43+0400
2026-02-06T14:43+0400
2026-02-06T14:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458098_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_84cb0d54c3542c5ae7966c041eb4d884.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 39 პირი დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართლ ბრიფინგზე. კერძოდ, ამოღებულია 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. საპოლიციო ღონისძიებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა. პოლიციელებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები და ასეულობით ვაზნა. ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე, 260-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458098_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_9acc758ccf85d7c399012a41376998b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 39 პირი
საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებაც.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 39 პირი დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართლ ბრიფინგზე.
კერძოდ, ამოღებულია 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. საპოლიციო ღონისძიებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა.
პოლიციელებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები და ასეულობით ვაზნა. ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე, 260-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.