https://sputnik-georgia.com/20260206/saqartvelosi-swavlis-gagrzelebis-msurvelma-studentebma-gamocda-caabares-296996123.html
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველმა სტუდენტებმა გამოცდა ჩააბარეს
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველმა სტუდენტებმა გამოცდა ჩააბარეს
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით უცხოეთში სწავლა შეწყვიტეს, შესაძლებლობა ეძლევათ სწავლა სამშობლოში გააგრძელონ. 06.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-06T13:34+0400
2026-02-06T13:34+0400
2026-02-06T13:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251131039_0:58:1718:1024_1920x0_80_0_0_69beb238701bebd270a06ccef399d1aa.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა ჩატარდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად სტუდენტები მხოლოდ ერთ გამოცდას აბარებენ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს - ტესტირება წაკითხულის გააზრების, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის კომპონენტებს მოიცავს და ელექტრონული ფორმატით იმართება. გამოცდის წარმატებით ჩაბარების პირობა მაქსიმალური ქულის ნახევარზე მეტის, მინიმუმ 23 ქულის მიღებაა. უწყების ცნობით, ტესტირებაში მონაწილეობა რეგისტრირებული სტუდენტების 99%-მა მიიღო. გამოცდის შედეგები ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ათ სამუშაო დღეში გამოქვეყნდება, რომელთა ნახვაც სტუდენტებს სპეციალური კოდის საშუალებით შეეძლებათ. გამოცდის მიზანია საქართველოს იმ მოქალაქეების აკადემიური კომპეტენციის შეფასება, რომლებმაც უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლეს და საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება სურთ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ტესტირებას 2019 წლიდან წელიწადში რამდენჯერმე ატარებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251131039_251:73:1520:1024_1920x0_80_0_0_c36697df21a73e6a6f939f728a380185.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველმა სტუდენტებმა გამოცდა ჩააბარეს
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით უცხოეთში სწავლა შეწყვიტეს, შესაძლებლობა ეძლევათ სწავლა სამშობლოში გააგრძელონ.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა ჩატარდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად სტუდენტები მხოლოდ ერთ გამოცდას აბარებენ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს - ტესტირება წაკითხულის გააზრების, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის კომპონენტებს მოიცავს და ელექტრონული ფორმატით იმართება. გამოცდის წარმატებით ჩაბარების პირობა მაქსიმალური ქულის ნახევარზე მეტის, მინიმუმ 23 ქულის მიღებაა.
უწყების ცნობით, ტესტირებაში მონაწილეობა რეგისტრირებული სტუდენტების 99%-მა მიიღო. გამოცდის შედეგები ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ათ სამუშაო დღეში გამოქვეყნდება, რომელთა ნახვაც სტუდენტებს სპეციალური კოდის საშუალებით შეეძლებათ.
გამოცდის მიზანია საქართველოს იმ მოქალაქეების აკადემიური კომპეტენციის შეფასება, რომლებმაც უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლეს და საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება სურთ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ტესტირებას 2019 წლიდან წელიწადში რამდენჯერმე ატარებს.