https://sputnik-georgia.com/20260206/kvercxze-fasi-5-procentit-semcirdeba-296999860.html
კვერცხზე ფასი 5%-ით შემცირდება
კვერცხზე ფასი 5%-ით შემცირდება
Sputnik საქართველო
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები აცხადებენ, რომ მზად არიან, ხელი შეუწყონ ბაზარზე სტაბილური და სამართლიანი ფასების ფორმირებას. 06.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-06T17:28+0400
2026-02-06T17:28+0400
2026-02-06T17:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
კომპანიების ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24082/10/240821085_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_652314e3fdfb8773d6e651c92c0309b4.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა გაითვალისწინეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა და კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელური გარიგებების ნიშნები არსებობდეს. კერძოდ, კომპანიები "სავანეთი", "დილა", "კოდა" და "კუმისი" აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებულ კვერცხზე, როგორც პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტზე, ფასის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს და ფასის შემცირება 5%-იანი იქნება. კომპანიებში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გარკვეულ რისკებს შეიცავს მარჟებთან მიმართებით, პროდუქციის ფასის მცირედი მერყეობა, შესაძლებელია, იყოს წლის განმავლობაში და პირდაპირ დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნედლეულის ფასზე, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება აღნიშნული რისკების მართვა და დაბალანსება. თუმცა, ასოციაციის წევრი კომპანიები იმედოვნებენ, რომ მთავრობის აქტიური მუშაობა რითეილ სექტორთან ფასნამატების შემცირების მიმართულებით გავლენას მოახდენს პროდუქციის საბოლოო ფასსა და ხელმისაწვდომობაზე. სურსათზე ფასები სურსათზე ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს შეეხებოდა. გასული წლის დეკემბერში სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომლის პირველ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს. სურსათზე, საწვავსა და მედიკამენტებზე ფასების საკითხს ასევე სწავლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დროებითი საპარლამენტო კომისია. პარლამენტისა და სამთავრობო კომისიების მუშაობის საფუძველზე აპრილის ბოლოს მომზადდება ანგარიში, რომელიც, მთავრობის აზრით, გავლენას მოახდენს საქართველოში ფასების შემცირებაზე. ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24082/10/240821085_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_24432a1d3f823032ce7858a15896d626.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კომპანიების ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კომპანიების ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
კვერცხზე ფასი 5%-ით შემცირდება
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები აცხადებენ, რომ მზად არიან, ხელი შეუწყონ ბაზარზე სტაბილური და სამართლიანი ფასების ფორმირებას.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა გაითვალისწინეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა და კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელური გარიგებების ნიშნები არსებობდეს.
კერძოდ, კომპანიები "სავანეთი", "დილა", "კოდა" და "კუმისი" აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებულ კვერცხზე, როგორც პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტზე, ფასის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს და ფასის შემცირება 5%-იანი იქნება.
"ასოციაციის წევრი კომპანიები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც ფასების კლებასა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანიებში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გარკვეულ რისკებს შეიცავს მარჟებთან მიმართებით, პროდუქციის ფასის მცირედი მერყეობა, შესაძლებელია, იყოს წლის განმავლობაში და პირდაპირ დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნედლეულის ფასზე, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება აღნიშნული რისკების მართვა და დაბალანსება.
თუმცა, ასოციაციის წევრი კომპანიები იმედოვნებენ, რომ მთავრობის აქტიური მუშაობა რითეილ სექტორთან ფასნამატების შემცირების მიმართულებით გავლენას მოახდენს პროდუქციის საბოლოო ფასსა და ხელმისაწვდომობაზე.
სურსათზე ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს შეეხებოდა.
გასული წლის დეკემბერში სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომლის პირველ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.
სურსათზე, საწვავსა და მედიკამენტებზე ფასების საკითხს ასევე სწავლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დროებითი საპარლამენტო კომისია.
პარლამენტისა და სამთავრობო კომისიების მუშაობის საფუძველზე აპრილის ბოლოს მომზადდება ანგარიში, რომელიც, მთავრობის აზრით, გავლენას მოახდენს საქართველოში ფასების შემცირებაზე.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად.