https://sputnik-georgia.com/20260206/fsiqotroipuli-medikamentebis-warbi-odenobit-gamoweristvis-10-eqims-pasuxismgebloba-daekisra-296998891.html
ფსიქოტროპული მედიკამენტების ჭარბი ოდენობით გამოწერისთვის 10 ექიმს პასუხისმგებლობა დაეკისრა
ფსიქოტროპული მედიკამენტების ჭარბი ოდენობით გამოწერისთვის 10 ექიმს პასუხისმგებლობა დაეკისრა
Sputnik საქართველო
მედიკამენტების რაციონალური მოხმარების უზრუნველსაყოფად, სამინისტრო აკონტროლებს ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასა და რეალიზაციას 06.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-06T14:04+0400
2026-02-06T14:04+0400
2026-02-06T14:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_801864c4b2be04d2b73196d2bc452d8b.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო ათ მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთ ექიმს საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა, რვა ექიმს საქმიანობის უფლება ექვსი თვის ვადით შეეზღუდა, ერთს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა. მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის შემთხვევები ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილეს. საბჭოზე კრიტიკული ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა. გარდა ამისა, ცალკეულ შემთხვევებში ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე მედიკამენტი გაიცემოდა დღიურ დოზასთან შედარებით ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით. გამოვლენილი დარღვევების ცალკეული შემთხვევები სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო უწყებებს გადაეცა. უწყების ინფორმაციით, სამინისტრო მუშაობს ნორმატიული ბაზის განახლებაზე, რათა შემცირდეს მსგავსი რისკები და გაძლიერდეს კონტროლის მექანიზმები. მედიკამენტების რაციონალური მოხმარების უზრუნველსაყოფად, სამინისტრო აკონტროლებს ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასა და რეალიზაციას. მათი პაციენტზე გაცემა დაშვებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების სრული დაცვით. ნებისმიერი გადაცდომისა და არაკეთილსინდისიერი ქმედების შემთხვევაში სამინისტროს ექნება კანონით განსაზღვრული რეაგირება. გასული წლის 1 ოქტომბრიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae21384c51f0726cc80bb5cc2f69bd7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ფსიქოტროპული მედიკამენტების ჭარბი ოდენობით გამოწერისთვის 10 ექიმს პასუხისმგებლობა დაეკისრა
მედიკამენტების რაციონალური მოხმარების უზრუნველსაყოფად, სამინისტრო აკონტროლებს ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასა და რეალიზაციას
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო ათ მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ერთ ექიმს საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა, რვა ექიმს საქმიანობის უფლება ექვსი თვის ვადით შეეზღუდა, ერთს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა.
მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის შემთხვევები ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილეს. საბჭოზე კრიტიკული ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა.
"დადგინდა, რომ ექიმების მიერ, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ასევე ერთ პაციენტზე ერთდროულად გამოწერილი იყო სხვადასხვა დასახელების, ისეთი ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორიცაა: "ლირიკა", "დიაზეპამი" და "ბაკლოფენი", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, ცალკეულ შემთხვევებში ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე მედიკამენტი გაიცემოდა დღიურ დოზასთან შედარებით ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით.
გამოვლენილი დარღვევების ცალკეული შემთხვევები სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო უწყებებს გადაეცა.
უწყების ინფორმაციით, სამინისტრო მუშაობს ნორმატიული ბაზის განახლებაზე, რათა შემცირდეს მსგავსი რისკები და გაძლიერდეს კონტროლის მექანიზმები.
მედიკამენტების რაციონალური მოხმარების უზრუნველსაყოფად, სამინისტრო აკონტროლებს ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასა და რეალიზაციას. მათი პაციენტზე გაცემა დაშვებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების სრული დაცვით. ნებისმიერი გადაცდომისა და არაკეთილსინდისიერი ქმედების შემთხვევაში სამინისტროს ექნება კანონით განსაზღვრული რეაგირება.
გასული წლის 1 ოქტომბრიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო ახორციელებს.