თბილისის აეროპორტში ყალბი საბუთებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

© facebook.com/miaofgeoპოლიცია თბილისის აეროპორტში
პოლიცია თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2026
გამოწერა
43 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცებსი შემთხვეაში 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საპატრულო პოლიციამ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
43 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0