https://sputnik-georgia.com/20260204/papuasvili-briuseli-dremde-ar-gmobs-prezidentis-sasaxlis-sturmis-mcdelobas-296958490.html
პაპუაშვილი: ბრიუსელი დღემდე არ გმობს პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობას
პაპუაშვილი: ბრიუსელი დღემდე არ გმობს პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობას
Sputnik საქართველო
ევროკავშირის პოზიცია ნათლად აჩვენებს, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად შორდება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ოდესღაც ევროკავშირი იდგა, მიაჩნიათ „ქართულ ოცნებაში“ 04.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-04T18:57+0400
2026-02-04T18:57+0400
2026-02-04T18:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24332/41/243324189_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_4fb0313cd878acb5585837057c5cad75.jpg
თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. ბრიუსელს არ აპირებს დაგმოს ან დისტანცირება მოახდინოს იმ ქართველი რადიკალებისგან, რომლებმაც 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმი სცადეს; უფრო მეტიც, ევროკავშირის მხრიდან ნათლად ჩანს რევოლუციური სცენარის მხარდაჭერა, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.ოთხი თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება მოუწოდებს ევროკავშირს, დაგმოს ოპოზიციის ქმედებები 4 ოქტომბრის აქციის დროს, როდესაც მომიტინგეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს.მართლაც, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რატომ უნდა გაემიჯნოს იმას, რასაც თავად, რამდენიმე დღით ადრე, საკუთარი პრეს-სპიკერის პირით, ფაქტობრივად, მხარდაჭერა გამოუცხადა?„მეტიც, დღეს ვხედავთ მცდელობას, რომ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რომლის შედეგადაც ოცზე მეტი პოლიციელის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, „ღობის საქმედ“ იქნეს წარმოჩენილი იმ ორგანიზაციის ხელით, რომელიც ყალბი ესტონური რეგისტრაციის სქემაშია ჩართული და უხვად ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ეს უკვე აღარ არის დუმილი. ეს არის პოზიცია“, - დაწერა პაპუაშვილმა.მანამდე პაპუაშვილმა ესტონეთი დაადანაშაულა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლის სქემებში მონაწილეობაში, რაც ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების უცხოეთში რეგისტრაციაში გამოიხატა.მისი თქმით, ზოგიერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება რეგისტრირებულია ესტონეთში მიტოვებული შენობის მისამართზე, რომელიც რეალურად არ ფუნქციონირებს როგორც ოფისი. ამ ორგანიზაციებმა მიიღეს ესტონური რეგისტრაცია და გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით თანხების გადარიცხვისთვის, პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისთვის.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირის ასეთი პოზიცია აშკარად აჩვენებს, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად წყდება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი ოდესღაც იდგა, და სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან, ძალადობასთან და ექსტრემიზმთან.„თუ ბრიუსელმა თავისი კურსი რადიკალურად არ შეცვალა, ევროპული კავშირი დარჩება მხოლოდ სახელით ევროპული - უიდეო, უღირებულებო, უშინაარსო“, - წერს პაპუაშვილი.პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24332/41/243324189_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_ec743c578fc297f28fd2a69675740b3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
პაპუაშვილი: ბრიუსელი დღემდე არ გმობს პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობას
ევროკავშირის პოზიცია ნათლად აჩვენებს, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად შორდება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ოდესღაც ევროკავშირი იდგა, მიაჩნიათ „ქართულ ოცნებაში“
თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. ბრიუსელს არ აპირებს დაგმოს ან დისტანცირება მოახდინოს იმ ქართველი რადიკალებისგან, რომლებმაც 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმი სცადეს; უფრო მეტიც, ევროკავშირის მხრიდან ნათლად ჩანს რევოლუციური სცენარის მხარდაჭერა, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ოთხი თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება მოუწოდებს ევროკავშირს, დაგმოს ოპოზიციის ქმედებები 4 ოქტომბრის აქციის დროს, როდესაც მომიტინგეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს.
„დღეს 4 თებერვალია. ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან. ამ დროის განმავლობაში უკვე ნათელი გახდა ერთი რამ - ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება“, - დაწერა პაპუაშვილმა.
მართლაც, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რატომ უნდა გაემიჯნოს იმას, რასაც თავად, რამდენიმე დღით ადრე, საკუთარი პრეს-სპიკერის პირით, ფაქტობრივად, მხარდაჭერა გამოუცხადა?
„მეტიც, დღეს ვხედავთ მცდელობას, რომ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რომლის შედეგადაც ოცზე მეტი პოლიციელის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, „ღობის საქმედ“ იქნეს წარმოჩენილი იმ ორგანიზაციის ხელით, რომელიც ყალბი ესტონური რეგისტრაციის სქემაშია ჩართული და უხვად ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ეს უკვე აღარ არის დუმილი. ეს არის პოზიცია“, - დაწერა პაპუაშვილმა.
მანამდე პაპუაშვილმა ესტონეთი დაადანაშაულა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლის სქემებში მონაწილეობაში, რაც ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების უცხოეთში რეგისტრაციაში გამოიხატა.
მისი თქმით, ზოგიერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება რეგისტრირებულია ესტონეთში მიტოვებული შენობის მისამართზე, რომელიც რეალურად არ ფუნქციონირებს როგორც ოფისი. ამ ორგანიზაციებმა მიიღეს ესტონური რეგისტრაცია და გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით თანხების გადარიცხვისთვის, პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისთვის.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირის ასეთი პოზიცია აშკარად აჩვენებს, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად წყდება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი ოდესღაც იდგა, და სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან, ძალადობასთან და ექსტრემიზმთან.
„თუ ბრიუსელმა თავისი კურსი რადიკალურად არ შეცვალა, ევროპული კავშირი დარჩება მხოლოდ სახელით ევროპული - უიდეო, უღირებულებო, უშინაარსო“, - წერს პაპუაშვილი.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.