https://sputnik-georgia.com/20260204/dedaqalaqis-meriam-tbilisis-satransporto-kompaniis-semowmeba-moitxova-296957799.html
დედაქალაქის მერიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოწმება მოითხოვა
დედაქალაქის მერიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოწმება მოითხოვა
Sputnik საქართველო
3 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე რამდენიმე მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. 04.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-04T16:33+0400
2026-02-04T16:33+0400
2026-02-04T16:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
თბილისის მერია
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/04/249136993_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_75c93602d8319fe39301d66d2cdc2f3e.jpg
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში შევიდა - ამოღებულია დოკუმენტები და გამოკითხეს თანამშრომლებიც, იუწყება ტელეკომპანია " ტვ პირველი". დღეს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის" პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ საქმეზე 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე ჩხრეკები ჩატარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამაც. უწყების ინფორმაციით, შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა შეისწავლა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და სპეც. ტექნიკაზე (მათ შორის მეტროს ვაგონები) გაწეული მოვლა-შენახვის, როგორც შიდა, ისე გარე მომსახურებების ხარჯები, რომელიც მოიცავს 2023-2024 წლების პერიოდს. აღსანიშნავია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიაში პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.ასევე აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იქნა თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს შორის მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება. "მასალების შესწავლით გაჩნდა კითხვები, რომელიც საჭიროებს პასუხის გაცემას, შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში",- ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურის ცნობით, საქმეს საფუძვლად თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან შემოსული წერილი და შემოწმების მასალები დაედო. გამოძიება სსკ-ის 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/04/249136993_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_91b1bdfc49736125c0e89d31c12a7c9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, თბილისის მერია, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, თბილისის მერია, თბილისი დღეს
დედაქალაქის მერიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოწმება მოითხოვა
3 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე რამდენიმე მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში შევიდა - ამოღებულია დოკუმენტები და გამოკითხეს თანამშრომლებიც, იუწყება ტელეკომპანია " ტვ პირველი".
დღეს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის" პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ საქმეზე 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე ჩხრეკები ჩატარდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამაც. უწყების ინფორმაციით, შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა შეისწავლა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და სპეც. ტექნიკაზე (მათ შორის მეტროს ვაგონები) გაწეული მოვლა-შენახვის, როგორც შიდა, ისე გარე მომსახურებების ხარჯები, რომელიც მოიცავს 2023-2024 წლების პერიოდს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიაში პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ასევე აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იქნა თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს შორის მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება.
"მასალების შესწავლით გაჩნდა კითხვები, რომელიც საჭიროებს პასუხის გაცემას, შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში",- ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, საქმეს საფუძვლად თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან შემოსული წერილი და შემოწმების მასალები დაედო.
გამოძიება სსკ-ის 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.