ზუგდიდში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის შენობა
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2026
გამოწერა
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების, ასევე საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, ზუგდიდში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ცენტრი, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ გახსნა, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
„მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში მიიღონ 50-მდე საპოლიციო მომსახურება – მათ შორის, შეეძლებათ ⁠ჯარიმების გადახდა, ⁠გასაჩივრება, საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გაყვანის ნებართვის აღება, ⁠ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ცნობის მიღება, ⁠არაგაბარიტული/ზენორმატიული ტრანსპორტით გადაადგილების ნებართვის აღება და ა.შ.", - განაცხადა მაისურაძემ.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი უკვე ფუნქციონირებს თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორსა და ბათუმში.
ყველა ახალი ამბავი
0