https://sputnik-georgia.com/20260203/universitetebis-sherwkmas-6-tve-dsachirdeba-296947737.html
საქართველოს ორი უდიდესი უნივერსიტეტის შერწყმას მინიმუმ ექვსი თვე დასჭირდება
საქართველოს ორი უდიდესი უნივერსიტეტის შერწყმას მინიმუმ ექვსი თვე დასჭირდება
Sputnik საქართველო
უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით შეიქმნება დროებითი მმართველი ორგანო — საბჭო 03.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-03T22:15+0400
2026-02-03T22:15+0400
2026-02-03T22:40+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696699_0:117:3000:1805_1920x0_80_0_0_7867b5dcd87fbcfe380efc097ad72213.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის პროცესის მინიმალური ვადა, სავარაუდოდ, 6 თვე იქნება, თუმცა ის, შესაძლოა, გაგრძელდეს, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე.29 იანვარს საქართველოს მთავრობამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ გამოაცხადა - გაერთიანებული სასწავლებლების სახელწოდებად „თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი" დარჩება.მისი თქმით, უნივერსიტეტების შერწყმის საკითხი გუშინ ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განიხილეს.„მათ გვაჩვენეს ისეთი ტიპის ტექნიკური გამოწვევები, რომლებიც სამინისტროს პოზიციიდან შეიძლება დეტალებში არ ჩანდეს", - განაცხადა გაბისონიამ.მან ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, რათა თავიდან ბოლომდე მოისმინონ თსუ-ის თვალსაზრისი.„გუშინდელის მსგავსად, მოვინიშნავ ყველა საკითხს და მინისტრის დაბრუნებისთანავე, მათ ექნებათ პასუხები გაცემული," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.გაბისონიამ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით შეიქმნება დროებითი მმართველი ორგანო — საბჭო, ხოლო რეორგანიზაციის პროცესის წარმართვის მიზნით დაინიშნებიან მოვალეობის შემსრულებელი რექტორი და მოადგილეები.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიაში პირველი უნივერსიტეტია, რომელიც დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს — 1918 წლის 8 თებერვალს (ძველი სტილით 26 იანვარს) გაიხსნა. 1989 წელს უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. თსუ-ში შვიდი ფაკულტეტია, სადაც 22 ათასი სტუდენტი სწავლობს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე დაარსდა. სტუ-ში 11 ფაკულტეტია, სადაც დაახლოებით 25 ათასი სტუდენტი სწავლობს.როგორც თსუ, ისე სტუ შეტანილია Times Higher Education-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში. 2026 წლის რეიტინგში ორივე უნივერსიტეტი 1501+ ადგილზეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696699_331:0:3000:2002_1920x0_80_0_0_5ff26a917fcd47f9b1b054613db1cef8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს ორი უდიდესი უნივერსიტეტის შერწყმას მინიმუმ ექვსი თვე დასჭირდება
22:15 03.02.2026 (განახლებულია: 22:40 03.02.2026) უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით შეიქმნება დროებითი მმართველი ორგანო — საბჭო
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის პროცესის მინიმალური ვადა, სავარაუდოდ, 6 თვე იქნება, თუმცა ის, შესაძლოა, გაგრძელდეს, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე.
29 იანვარს საქართველოს მთავრობამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ გამოაცხადა - გაერთიანებული სასწავლებლების სახელწოდებად „თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი" დარჩება.
„ვადას რაც შეეხება - ალბათ, მინიმალური ვადა 6 თვე იქნება, თუმცა ის შეიძლება, გასაგები მიზეზების გამო, გაგრძელდეს. რეორგანიზაციის პროცესის ვადაში ჩაკეტვა, ზოგადად, არსად ხდება, შესაბამისად, შესაძლებელია პროგრამების დადარების ნაწილში იყოს პრობლემა, ასევე, ძალიან ბევრი პრობლემა იქნება საოპერაციო ნაწილში", - განაცხადა გაბისონიამ.
მისი თქმით, უნივერსიტეტების შერწყმის საკითხი გუშინ ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განიხილეს.
„მათ გვაჩვენეს ისეთი ტიპის ტექნიკური გამოწვევები, რომლებიც სამინისტროს პოზიციიდან შეიძლება დეტალებში არ ჩანდეს", - განაცხადა გაბისონიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, რათა თავიდან ბოლომდე მოისმინონ თსუ-ის თვალსაზრისი.
„გუშინდელის მსგავსად, მოვინიშნავ ყველა საკითხს და მინისტრის დაბრუნებისთანავე, მათ ექნებათ პასუხები გაცემული," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გაბისონიამ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით შეიქმნება დროებითი მმართველი ორგანო — საბჭო, ხოლო რეორგანიზაციის პროცესის წარმართვის მიზნით დაინიშნებიან მოვალეობის შემსრულებელი რექტორი და მოადგილეები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიაში პირველი უნივერსიტეტია, რომელიც დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს — 1918 წლის 8 თებერვალს (ძველი სტილით 26 იანვარს) გაიხსნა. 1989 წელს უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. თსუ-ში შვიდი ფაკულტეტია, სადაც 22 ათასი სტუდენტი სწავლობს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე დაარსდა. სტუ-ში 11 ფაკულტეტია, სადაც დაახლოებით 25 ათასი სტუდენტი სწავლობს.
როგორც თსუ, ისე სტუ შეტანილია Times Higher Education-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში. 2026 წლის რეიტინგში ორივე უნივერსიტეტი 1501+ ადგილზეა.