სასკოლო რეფორმა: პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშისაკლასო კაბინეტი
საკლასო კაბინეტი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2026
გამოწერა
შესწორებები სკოლის განათლების სისტემაში ცვლილებებს ითვალისწინებს.
თბილისი, 3 თბილისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც ქვეყანაში სასკოლო განათლების რეფორმის საფუძველი გახდება.
საქართველოში სასკოლო განათლებას „ზოგადი განათლება“ ეწოდება. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, „ზოგადი განათლება - არის განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და მისი ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მომზადება“.
ცვლილებები ითვალისწინებს სასკოლო განათლების სისტემაში ცვლილებებს. კერძოდ, სასკოლო განათლება სამ ეტაპად დაიყოფა:
დაწყებითი (I−VI კლასი);
საბაზო – 3 წელი (VII− IX კლასები);
საშუალო – 2 წელი (X და XI კლასები);
პლუს XII კლასი - ნებაყოფლობით 2028 წლიდან.
დღეისთვის XII კლასში სწავლა აუცილებელია.
კანონში ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები, ისევე როგორც სკოლის სასწავლო გეგმა, ერთიანი იქნება.
საშუალო განათლების ატესტატი გაიცემა X კლასის დამთავრების, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - XII კლასის დამთავრების შემდეგ.
გარდა ამისა, მომავალი სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შეუსრულდებათ.
ამასთან, მომავალი სასწავლო წლიდან I-VI კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო გახდება. აღნიშნულ თემაზე კერძო სკოლები გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ. თუმცა, მოსწავლეს, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ფორმის ტარებაზე, მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციის თანხმობის შემთხვევაში.
მშობლების ნაწილს ფორმების შეძენა მოუწევს. დანარჩენებისთვის კი ფორმებს მთავრობა შეიძენს, რომელმაც 2026 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა დაამტკიცოს მოქალაქეთა კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ.
გარდა ამისა, განათლების სამინისტრომ უნდა განსაზღვროს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების ზოგადი წესი. როგორც უწყებაში განმარტეს, საუბარია არა მხოლოდ მობილური ტელეფონების, არამედ პლანშეტებისა და ელექტრონული საათების შესაძლო აკრძალვაზე,.
ცვლილებების თამახმად, მასწავლებელს, ასევე ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება მოსწავლეზე ძალადობის გამო შეუწყდება, 3 წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება შეეზღუდება.
ყველა ახალი ამბავი
0