https://sputnik-georgia.com/20260203/policiam-qurdul-samkarostan-kavshirshi-mkopi-45-piri-daakava-296935009.html
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა
Sputnik საქართველო
დანაშაულები 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 03.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-03T12:25+0400
2026-02-03T12:25+0400
2026-02-03T12:25+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს, ბრალი კიდევ 15 პირს, მათ შორის 3 „კანონიერ ქურდს“ წარედგინება, განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. სამართალდამცველებმა საპოლიციო ღონისძიებები ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩაატარეს. უწყების ცნობით, 15 პირიდან ბრალი ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად წარედგინება. დაკავებულებს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“ . გარდა ამისა, ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ უბილავა (მეტსახელად „ჯვარსკი“) მისი ოჯახის წევრების - დედისა და ძმის დახმარებით აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. პოლიციამ ორივე მათგანი დააკავა. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა
დანაშაულები 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს, ბრალი კიდევ 15 პირს, მათ შორის 3 „კანონიერ ქურდს“ წარედგინება, განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
სამართალდამცველებმა საპოლიციო ღონისძიებები ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩაატარეს.
უწყების ცნობით, 15 პირიდან ბრალი ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად წარედგინება.
დაკავებულებს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“ .
მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პირებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ - სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე) მეტსახელად „სუხო“ და პეტრე ბაქრაძე (მეტსახელად „პაატა ტბილისკი“) მონაწილეობდნენ. ისინი ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
გარდა ამისა, ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ უბილავა (მეტსახელად „ჯვარსკი“) მისი ოჯახის წევრების - დედისა და ძმის დახმარებით აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. პოლიციამ ორივე მათგანი დააკავა.
ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.