https://sputnik-georgia.com/20260203/mobiluri-teleponis-gamokeneba-kerzo-skolebshic-aikrzaleba-296938843.html
მობილური ტელეფონების გამოყენება საჯარო სკოლების მსგავსად კერძო სკოლებშიც აიკრძალება
მობილური ტელეფონების გამოყენება საჯარო სკოლების მსგავსად კერძო სკოლებშიც აიკრძალება
Sputnik საქართველო
სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას „ზოგადი განათლების შესახებ" რეფორმა ითვალისწინებს, რომლის ძალაში შესვლაც 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება. 03.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-03T20:15+0400
2026-02-03T20:15+0400
2026-02-03T20:15+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259792055_0:181:2997:1867_1920x0_80_0_0_be4a14692e7699437c6dac868f94e228.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების გამოყენება საჯარო სკოლების მსგავსად კერძო სკოლებშიც აიკრძალება. საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს. პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი სიახლე არის ის, რომ განათლების სამინისტრო ახალი, 2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის მობილური ტელეფონის გამოყენების ზოგად პირობებს და წესს დაამტკიცებს. გავრცელებული ინფორმაციით, მობილური ტელეფენობის გამოყენების აკრძალვა შეეხებათ როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს. საკომუნიკაციო საშუალებების კერძო სკოლებში აკრძალვასთან დაკავშირებით ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რიმა ბერაძემ დააყენა. გარდა ამისა, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო გახდება. როგორც კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სოციალურად დაუცველებს სასკოლო ფორმას სახელმწიფო შეუძენს.„სოციალურად დაუცველებისთვის, ვისაც 60 ათასზე ქვემოთ აქვს ქულა, სასკოლო ფორმას სახელმწიფო დააფინანსებს. მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ ყველა იმ მოქალაქეზე, რომლებმაც თავად უნდა შეიძინონ ფორმა. ამიტომ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ ხელმისაწვდომი იყოს სასკოლო ფორმა ფინანსურადაც და ფიზიკურადაც“, - განაცხადა მახარაშვილმაროგორც მან აღნიშნა, სასკოლო ფორმა I-VI კლასის შემდეგ ეტაპობრივად, სავალდებულო მაღალკლასელებისთვისაც გახდება.რეფორმა სკოლებშიგასულ კვირას საქართველოს განათლების სამინისტრომ სასკოლო განათლების ახალი კონცეფცია წარადგინა, რომელიც სტარტს 2026-2027 სასწავლო წლიდან აიღებს. აღნიშნული რეფორმა კერძო სკოლებს არ ეხება.საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 12-დან 11 წლამდე შემცირდება. მეთერთმეტე კლასში ორგანიზებული იქნება რეპეტიტორობის პროგრამა, რაც მოსწავლეებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას საშუალებას მისცემს, თუმცა მოსწავლეებს, რომლებსაც უმაღლესი განათლების საზღვარგარეთ მიღება სურთ, შესაძლებლობა ექნებათ 12-წლიანი სასწავლო კურსი სპეცკლასებში დაასრულონ.მომავალი სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შეუსრულდებათ. ამასთან, პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი ემატება - საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი. თავისუფალი ადგილები საყოველთაო რეგისტრაციის შემდეგ ეტაპებზე შეივსება.ასევე, ყველა საჯარო სკოლაში მოხდება ერთიანი სასკოლო განათლების პროგრამის დანერგვა. თავად სასწავლო პროცესი უფრო ინტერაქტიული და აკადემიურისგან განსხვავებული უნდა გახდეს.მოსალოდნელია, რომ სკოლებში ხელმისაწვდომი იქნება კლასგარეშე აქტივობების ძირითადი ნაწილი, ასევე იგეგმება სასკოლო კლუბების განვითარება.გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით სკოლებში დაინერგება კარიერული ორიენტაციის პროგრამა და პროფესიული მომზადების კურსები.განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია რვა ძირითადი გამოწვევისგან შედგება. მათ შორისაა, საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, სასწავლო რესურსები, სასკოლო ცხოვრება - სკოლის ბაზაზე წრეების, სექციებისა და კლუბების გახსნა, კავშირი განათლების საფეხურებს შორის, მასწავლებელთა კვალიფიკაცია და დისციპლინები, სადაც კვალიფიციური კადრების დეფიციტია და სხვ. მას შემდეგ, რაც სამიზნე ჯგუფები დეტალურად განიხილავენ დოკუმენტს და ყველა პოზიცია შეთანხმებული იქნება, იგი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259792055_133:0:2864:2048_1920x0_80_0_0_42f2d9d4a429dc019ed9ccd5578bff69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
მობილური ტელეფონების გამოყენება საჯარო სკოლების მსგავსად კერძო სკოლებშიც აიკრძალება
სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას „ზოგადი განათლების შესახებ" რეფორმა ითვალისწინებს, რომლის ძალაში შესვლაც 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების გამოყენება საჯარო სკოლების მსგავსად კერძო სკოლებშიც აიკრძალება.
საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს. პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი სიახლე არის ის, რომ განათლების სამინისტრო ახალი, 2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის მობილური ტელეფონის გამოყენების ზოგად პირობებს და წესს დაამტკიცებს. გავრცელებული ინფორმაციით, მობილური ტელეფენობის გამოყენების აკრძალვა შეეხებათ როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს.
საკომუნიკაციო საშუალებების კერძო სკოლებში აკრძალვასთან დაკავშირებით ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რიმა ბერაძემ დააყენა.
„დიახ, რა თქმა უნდა, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება კერძო სკოლების სეგმენტშიც აიკრძალება. აქ საუბარი არაა მხოლოდ მობილურ ტელეფონზე. ეს შეიძლება იყოს პლანშეტი, საათი და ა.შ.“ ,- განაცხადა სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.
გარდა ამისა, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო გახდება. როგორც კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სოციალურად დაუცველებს სასკოლო ფორმას სახელმწიფო შეუძენს.
„სოციალურად დაუცველებისთვის, ვისაც 60 ათასზე ქვემოთ აქვს ქულა, სასკოლო ფორმას სახელმწიფო დააფინანსებს. მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ ყველა იმ მოქალაქეზე, რომლებმაც თავად უნდა შეიძინონ ფორმა. ამიტომ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ ხელმისაწვდომი იყოს სასკოლო ფორმა ფინანსურადაც და ფიზიკურადაც“, - განაცხადა მახარაშვილმა
როგორც მან აღნიშნა, სასკოლო ფორმა I-VI კლასის შემდეგ ეტაპობრივად, სავალდებულო მაღალკლასელებისთვისაც გახდება.
გასულ კვირას საქართველოს განათლების სამინისტრომ სასკოლო განათლების ახალი კონცეფცია წარადგინა, რომელიც სტარტს 2026-2027 სასწავლო წლიდან აიღებს. აღნიშნული რეფორმა კერძო სკოლებს არ ეხება.
საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 12-დან 11 წლამდე შემცირდება. მეთერთმეტე კლასში ორგანიზებული იქნება რეპეტიტორობის პროგრამა, რაც მოსწავლეებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას საშუალებას მისცემს, თუმცა მოსწავლეებს, რომლებსაც უმაღლესი განათლების საზღვარგარეთ მიღება სურთ, შესაძლებლობა ექნებათ 12-წლიანი სასწავლო კურსი სპეცკლასებში დაასრულონ.
მომავალი სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შეუსრულდებათ. ამასთან, პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი ემატება - საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი. თავისუფალი ადგილები საყოველთაო რეგისტრაციის შემდეგ ეტაპებზე შეივსება.
ასევე, ყველა საჯარო სკოლაში მოხდება ერთიანი სასკოლო განათლების პროგრამის დანერგვა. თავად სასწავლო პროცესი უფრო ინტერაქტიული და აკადემიურისგან განსხვავებული უნდა გახდეს.
მოსალოდნელია, რომ სკოლებში ხელმისაწვდომი იქნება კლასგარეშე აქტივობების ძირითადი ნაწილი, ასევე იგეგმება სასკოლო კლუბების განვითარება.
გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით სკოლებში დაინერგება კარიერული ორიენტაციის პროგრამა და პროფესიული მომზადების კურსები.
განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია რვა ძირითადი გამოწვევისგან შედგება. მათ შორისაა, საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, სასწავლო რესურსები, სასკოლო ცხოვრება - სკოლის ბაზაზე წრეების, სექციებისა და კლუბების გახსნა, კავშირი განათლების საფეხურებს შორის, მასწავლებელთა კვალიფიკაცია და დისციპლინები, სადაც კვალიფიციური კადრების დეფიციტია და სხვ. მას შემდეგ, რაც სამიზნე ჯგუფები დეტალურად განიხილავენ დოკუმენტს და ყველა პოზიცია შეთანხმებული იქნება, იგი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.