აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
47 წლის მამაკაცს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობაში ედება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 55 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ს 260-ე და 19-260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0