Silk Road Holdings-ი „თელასის“ ჩვეულებრივი აქციების სრულად შეძენას გეგმავს

© photo: Sputnik„თელასი"
„თელასი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2026
გამოწერა
ერთი ჩვეულებრივი აქციის გამოსყიდვის ფასი შეადგენს 1,82 ქართულ ლარს
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანია Silk Road Holdings B.V. LLC-ის მიერ სს „თელასის“ აქციების შესყიდვის სატენდერო შეთავაზება გამოქვეყნდა.
საუბარია „თელასის“ საერთო რაოდენობის 112.429,418 აქციიდან 27.985,461 აქციის (აქციების 24.892%) გაყიდვაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია Silk Road Holdings-ი აქციების 84 443 957-ს (75,108%) ფლობს და გეგმავს დარჩენილი აქციების შესყიდვას.
„საზოგადოების ერთი ჩვეულებრივი აქციის გამოსყიდვის ფასი შეადგენს 1,82 ქართულ ლარს. გამოსყიდვის ფასი განსაზღვრულ იქნა აუდიტორული კომპანიის შპს „KPMG საქართველოს“ მიერ და არ წარმოადგენს მაქსიმალურ ფასზე დაბალ ფასს, რომლითაც ოფერენტმა ბოლო გასული 6 თვის განმავლობაში შეიძინა საზოგადოების ჩვეულებრივი აქციები“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
სატენდერო წინადადება ასევე გაეგზავნება სს „საქართველოს ცენტრალური ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარს“.
სრულ გაყიდვაზე აქციონერთა სრული თანხმობის შემთხვევაში ჰოლანდიური კომპანია ყველა აქციას გამოისყიდის მხოლოდ იმ პირობით, თუ შეთავაზების პერიოდში აქციონერისგან სატენდერო შეთავაზების მიღების შესახებ წერილს მიიღებს.
შესყიდვა განხორციელდება სატენდერო შეთავაზების ვადის ამოწურვის შემდეგ, არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადისა - 2026 წლის 24 აპრილის ჩათვლით.
ყველა ახალი ამბავი
0