პრემიერი მზადაა სტუდენტებთან ნებისმიერ თემაზე დებატები გამართოს

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2026
გამოწერა
კობახიძის თქმით, დებატებზე მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც, მაგალითად სოცქსელებსა თუ მედიაში მწვავედ აკრიტიკებენ განათლების რეფორმას.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მზადაა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და საჯარო დებატები გამართოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ თემასთან, მათ შორის განათლების საკითხთან დაკავშირებით.
კვირას, 1-ელ თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა სტუდენტებმა ირაკლი კობახიძე ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ არხზე და პირდაპირ ეთერში საჯარო დებატებში გამოიწვიეს. მათი თქმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გათვალისწინებით, ახალგაზრდებს კონკრეტული კითხვები აქვთ, რომლებზეც პასუხებია საჭირო. საპროტესტო აქცია ორი უნივერსიტეტის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - დაგეგმილ გაერთიანებას ეხებოდა.
„ყველასთან მზად ვარ, რომ დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ასეთი ფორმით წარმოუდგენია დებატები, რომლებიც შეიძლება დაიწყოს მედიასივრცეში.
„განათლების რეფორმა რომ ავიღოთ, სიამოვნებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი ზუსტად იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ. ზოგი შეიძლება ჩემი გადმოსახედიდან იყოს რეალური ექსპერტი, ზოგი არა, მაგრამ ყველასთან მზად ვარ, რომ დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, დებატებზე მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც, მაგალითად სოცქსელებსა თუ მედიაში ან ნებისმიერ სივრცეში მწვავედ აკრიტიკებენ განათლების რეფორმას.

„იმ პირობებში, როდესაც, მით უმეტეს, გრძელდება რადიკალების დასუსტების პროცესი, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოებაში ჯანსაღი დისკუსიის გაშლისთვის და სწორედ ამას ეღვნებოდა ის ინიციატივა, რომლითაც გამოვედით“, - განაცხადა პრემიერმა.

29 იანვარს საქართველოს მთავრობამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ გამოაცხადა - გაერთიანებული სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზანია სპეციალისტების მომზადების ხარისხის გაუმჯობესება და უფრო ეფექტური და ბაზარზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო სისტემის შექმნა.
ყველა ახალი ამბავი
0