https://sputnik-georgia.com/20260202/moswavleze-zaladobistvis-gatavisuplebul-pedagogi-3-weli-mushaobas-ganatlebis-sistemashi-ver-shezlebs-296926374.html
მოსწავლეზე ძალადობისთვის გათავისუფლებულ პედაგოგს განათლების სისტემაში მუშაობა აეკრძალება
მოსწავლეზე ძალადობისთვის გათავისუფლებულ პედაგოგს განათლების სისტემაში მუშაობა აეკრძალება
Sputnik საქართველო
მთავრობა მოითხოვს ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას, რათა უზრუნველყოს სიახლეების სკოლებში დროული დანერგვა. 02.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-02T19:00+0400
2026-02-02T19:00+0400
2026-02-02T19:00+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24763/96/247639680_0:100:3282:1946_1920x0_80_0_0_15c63c8feea93a11dbf76582f899fae0.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. მოსწავლეზე ძალადობისთვის გათავისუფლებულ მასწავლებელს გარკვეული დროის განმავლობაში განათლების სისტემაში დასაქმების უფლება შეეზღუდება.აღნიშნული საკითხი ერთ-ერთია იმ სიახლეთა შორის, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში შემოდის.მთავრობა მოითხოვს ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას, რათა უზრუნველყოს სიახლეების სკოლებში დროული დანერგვა.რეფორმა სკოლებშიგასულ კვირას საქართველოს განათლების სამინისტრომ სასკოლო განათლების ახალი კონცეფცია წარადგინა, რომელიც სტარტს 2026-2027 სასწავლო წლიდან აიღებს. აღნიშნული რეფორმა კერძო სკოლებს არ ეხება.საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 12-დან 11 წლამდე შემცირდება. მეთერთმეტე კლასში ორგანიზებული იქნება რეპეტიტორობის პროგრამა, რაც მოსწავლეებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას საშუალებას მისცემს, თუმცა მოსწავლეებს, რომლებსაც უმაღლესი განათლების საზღვარგარეთ მიღება სურთ, შესაძლებლობა ექნებათ 12-წლიანი სასწავლო კურსი სპეცკლასებში დაასრულონ. მომავალი სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შეუსრულდებათ. ამასთან, პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი ემატება - საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი. თავისუფალი ადგილები საყოველთაო რეგისტრაციის შემდეგ ეტაპებზე შეივსება.ასევე, ყველა საჯარო სკოლაში მოხდება ერთიანი სასკოლო განათლების პროგრამის დანერგვა. თავად სასწავლო პროცესი უფრო ინტერაქტიული და აკადემიურისგან განსხვავებული უნდა გახდეს.მოსალოდნელია, რომ სკოლებში ხელმისაწვდომი იქნება კლასგარეშე აქტივობების ძირითადი ნაწილი, ასევე იგეგმება სასკოლო კლუბების განვითარება.გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით სკოლებში დაინერგება კარიერული ორიენტაციის პროგრამა და პროფესიული მომზადების კურსები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24763/96/247639680_276:0:3005:2047_1920x0_80_0_0_ba0a4899e24be1153aaad5db01bc0523.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
მოსწავლეზე ძალადობისთვის გათავისუფლებულ პედაგოგს განათლების სისტემაში მუშაობა აეკრძალება
მთავრობა მოითხოვს ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას, რათა უზრუნველყოს სიახლეების სკოლებში დროული დანერგვა.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. მოსწავლეზე ძალადობისთვის გათავისუფლებულ მასწავლებელს გარკვეული დროის განმავლობაში განათლების სისტემაში დასაქმების უფლება შეეზღუდება.
აღნიშნული საკითხი ერთ-ერთია იმ სიახლეთა შორის, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში შემოდის.
ცვლილებების თამახმად, მასწავლებელს, ასევე ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება მოსწავლეზე ძალადობის გამო შეუწყდება, 3 წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება შეეზღუდება.
მთავრობა მოითხოვს ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას, რათა უზრუნველყოს სიახლეების სკოლებში დროული დანერგვა.
გასულ კვირას საქართველოს განათლების სამინისტრომ სასკოლო განათლების ახალი კონცეფცია წარადგინა, რომელიც სტარტს 2026-2027 სასწავლო წლიდან აიღებს. აღნიშნული რეფორმა კერძო სკოლებს არ ეხება.
საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 12-დან 11 წლამდე შემცირდება. მეთერთმეტე კლასში ორგანიზებული იქნება რეპეტიტორობის პროგრამა, რაც მოსწავლეებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას საშუალებას მისცემს, თუმცა მოსწავლეებს, რომლებსაც უმაღლესი განათლების საზღვარგარეთ მიღება სურთ, შესაძლებლობა ექნებათ 12-წლიანი სასწავლო კურსი სპეცკლასებში დაასრულონ.
მომავალი სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შეუსრულდებათ. ამასთან, პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი ემატება - საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი. თავისუფალი ადგილები საყოველთაო რეგისტრაციის შემდეგ ეტაპებზე შეივსება.
ასევე, ყველა საჯარო სკოლაში მოხდება ერთიანი სასკოლო განათლების პროგრამის დანერგვა. თავად სასწავლო პროცესი უფრო ინტერაქტიული და აკადემიურისგან განსხვავებული უნდა გახდეს.
მოსალოდნელია, რომ სკოლებში ხელმისაწვდომი იქნება კლასგარეშე აქტივობების ძირითადი ნაწილი, ასევე იგეგმება სასკოლო კლუბების განვითარება.
გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით სკოლებში დაინერგება კარიერული ორიენტაციის პროგრამა და პროფესიული მომზადების კურსები.