https://sputnik-georgia.com/20260201/kvelaze-gavrcelebuli-danasaulebebi-saqartveloshi-296909426.html
დანაშაული საქართველოში: ყველაზე გავრცელებული დანაშაულების ტოპ-5
დანაშაული საქართველოში: ყველაზე გავრცელებული დანაშაულების ტოპ-5
Sputnik საქართველო
შსს-ს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფინანსური და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების რაოდენობა 01.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-01T10:12+0400
2026-02-01T10:12+0400
2026-02-01T10:12+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24551/27/245512740_0:91:1000:654_1920x0_80_0_0_7ed41dcb3c49482864333661272d2bad.jpg
თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. 2025 წელს საქართველოში დანაშაულის მაჩვენებელი, 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, 8,32%-ით გაიზარდა, დანაშაულის საერთო რაოდენობამ დაახლოებით 54, 1 ათასს მიაღწია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.2025 წელს ჩადენილი 54.134 დანაშაულიდან 70,01% გახსნილია. ეს ბოლო წლებში დაფიქსირებული დანაშაულის გამხსნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.დანაშაულის გახსნის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა მკვლელობა, მძევლების აყვანა, იძულება, მუქარა, „ქურდული სამყაროს“ წევრობა, მისი მხარდაჭერა და დაფინანსება, ასევე ნარკოდანაშაულები.ამასთან, უწყების ცნობით, 2025 წელს საქართველოში ფინანსური და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.ამასთან, ქვეყანაში არ დაფიქსირებულა არც ერთი დანაშაული, როგორიცაა პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალური საქმიანობისთვის ხელის შეშლა, რასობრივი დისკრიმინაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შეზღუდვა, ბანდიტიზმი, ტერორისტული თავდასხმები ან საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა. ეს ტენდენცია უკვე ორი წელია გრძელდება.2025 წელს დაფიქსირებული ყველაზე გავრცელებული დანაშაულები:გარდა ამისა, 2025 წელს სისხლის სამართლის 55 საქმე აღიძრა „განზრახ მკვლელობის“ და „დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის“ მუხლებით, 126 - „გაუპატიურები“, 1.119 - „თვითმკვლელობამდე მიყვანის“, 5 - „ადამიანებით ვაჭრობის“, 71 - „თავისუფლების უკანონო აღკვეთის“, 13 - „არაადამიანური მოპყრობის“ და 150 - „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის“ მუხლებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24551/27/245512740_0:0:872:654_1920x0_80_0_0_c94f2953dfb84b067873e45212d7fc63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, სტატისტიკა
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, სტატისტიკა
დანაშაული საქართველოში: ყველაზე გავრცელებული დანაშაულების ტოპ-5
შსს-ს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფინანსური და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების რაოდენობა
თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. 2025 წელს საქართველოში დანაშაულის მაჩვენებელი, 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, 8,32%-ით გაიზარდა, დანაშაულის საერთო რაოდენობამ დაახლოებით 54, 1 ათასს მიაღწია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
2025 წელს ჩადენილი 54.134 დანაშაულიდან 70,01% გახსნილია. ეს ბოლო წლებში დაფიქსირებული დანაშაულის გამხსნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
დანაშაულის გახსნის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა მკვლელობა, მძევლების აყვანა, იძულება, მუქარა, „ქურდული სამყაროს“ წევრობა, მისი მხარდაჭერა და დაფინანსება, ასევე ნარკოდანაშაულები.
ამასთან, უწყების ცნობით, 2025 წელს საქართველოში ფინანსური და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ამასთან, ქვეყანაში არ დაფიქსირებულა არც ერთი დანაშაული, როგორიცაა პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალური საქმიანობისთვის ხელის შეშლა, რასობრივი დისკრიმინაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შეზღუდვა, ბანდიტიზმი, ტერორისტული თავდასხმები ან საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა. ეს ტენდენცია უკვე ორი წელია გრძელდება.
2025 წელს დაფიქსირებული ყველაზე გავრცელებული დანაშაულები:
ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები – 10 475;
ოჯახური ძალადობა – 3 353;
გარდა ამისა, 2025 წელს სისხლის სამართლის 55 საქმე აღიძრა „განზრახ მკვლელობის“ და „დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის“ მუხლებით, 126 - „გაუპატიურები“, 1.119 - „თვითმკვლელობამდე მიყვანის“, 5 - „ადამიანებით ვაჭრობის“, 71 - „თავისუფლების უკანონო აღკვეთის“, 13 - „არაადამიანური მოპყრობის“ და 150 - „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის“ მუხლებით.