საწვავის ფასების დაწევის პერსპექტივა არსებობს - შეხვედრის შედეგები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2026
გამოწერა
ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები გაცილებით დაბალია, რაც მათ შორის განპირობებულია იმით, რომ აქციზის გადასახადი საქართველოში ევროპულ ქვეყნებში დაწესებულ შესაბამის გადასახადზე დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია, აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. არსებობს სივრცე საწვავის ფასების შემცირებისთვის, ამაზე გაგრძელდება მუშაობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოში ბიზნესთან შეხვედრები იმართება საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის მუშაობის ფარგლებში.
„ჩვენ არ ველოდებით აპრილის ბოლოს და იმედი გვაქვს, რომ მანამდეც დადგება შედეგი. რა თქმა უნდა, რთულია საკითხი. დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა საწვავის იმპორტიორებთან და ასევე ავტოსადგურების წარმომადგენლებთან. ამ შემთხვევაში ევროპულთან შედარებით, ფასები არის ბევრად უფრო დაბალი, თუმცა აქაც კი მიგვაჩნია, რომ არის სივრცე ფასების შემცირებისთვის, დანარჩენი გაგრძელდება პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საწვავის კომპანიების წარმომადგენლებისგან მოისმინა მათი შეფასება ბაზარზე არსებული ვითარების, მიწოდების ჯაჭვისა და ფასწარმოქმნის მექანიზმის შესახებ.
"სამთავრობო საკოორდინაციო კომისიასთან შეხვედრა კანცელარიაში იყო აბსოლუტურად კონსტრუქციული და პროფესიული. შეხვედრის პათოსი არანაირად არ ითვალისწინებდა, რომ ბიზნესს რაიმე შეფერხება შეექმნას, პირიქით,
„ვისაუბრეთ იმაზე, რომ მიწოდების ჯაჭვების კუთხით თუ სხვა გზებით, ოპტიმიზაციის რა რესურსები შეიძლება არსებობდეს. შეხვედრაზე ასევე დავაფიქსირეთ, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტების რეალიზაციის სექტორში ძალიან ბევრი ეკონომიკური სუბიექტი ოპერირებს, მაღალია კონკურენცია და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს", - აცხადებს ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შეხვედრა საწვავის სექტორში ოპერირებად მსხვილ კომპანიებთან ნაყოფიერი იყო.
მინისტრის თქმით, აქციზის საფასურია მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, თუ რატომ არის საქართველოში საწვავი უფრო იაფი, ვიდრე ევროპაში.
„ამ ფაქტის მიუხედავად, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მუშაობა და მსჯელობა, თუ ერთიანი ძალისხმევით რა რესურსი შეიძლება მოიძებნოს საწვავზე ფასების შემცირებისთვის“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
საწვავის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა სამთავრობო კომისიის ფარგლებში ბოლო შეხვედრა იყო.
საპარლამენტო კომისია საკითხის შესწავლას მომავალ კვირას დაიწყებს. ფასების საკითხს ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს.
ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური თემა გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც ეხებოდა სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს.
ყველა ახალი ამბავი
0