https://sputnik-georgia.com/20260131/qveynis-mimart-usamartlo-kampaniis-gagrzeleba-premieri-moskovis-meqanizmis-amoqmedebaze-296903743.html
ქვეყნის მიმართ უსამართლო კამპანიის გაგრძელება: პრემიერი მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებაზე
ქვეყნის მიმართ უსამართლო კამპანიის გაგრძელება: პრემიერი მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებაზე
Sputnik საქართველო
ეუთოს მოსკოვის მექანიზმი მონაწილე ქვეყნებს უფლებას აძლევს, გაგზავნონ ექსპერტთა მისიები ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესამოწმებლად. 31.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-31T13:56+0400
2026-01-31T13:56+0400
2026-01-31T13:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეუთო/ოდირი
საქართველო - ეუთო
ეუთო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_0:37:2048:1189_1920x0_80_0_0_939112f0a14fd8924a3e4226304d8632.jpg
თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის გააქტიურება საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული უსამართლო კამპანიის ნაწილია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.გაერთიანებულმა სამეფომ, 23 სხვა ქვეყანასთან ერთად, გააქტიურა მექანიზმი ექსპერტთა მისიისთვის , რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეაფასებენ. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეუთოში შვედეთის მუდმივი წარმომადგენლის, ანა ოლსონ ვრანგის სახელით.მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის გააქტიურება წარმოადგენს ქართველი ხალხის შანტაჟის მცდელობას, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის მზადაა.ეუთოს მოსკოვის მექანიზმი მონაწილე ქვეყნებს უფლებას აძლევს, გაგზავნონ ექსპერტთა მისიები ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესამოწმებლად. მისი მიზანია სიტუაციის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების მიზნით. მექანიზმი ვრცელდება მხოლოდ ადამიანის უფლებების სფეროზე და თითოეულ ქვეყანას შეუძლია საკუთარი ექსპერტის ჩართვა.საქართველოსთან დაკავშირებით მექანიზმის ამოქმედებაში მონაწილეობდნენ შემდეგი ქვეყნები: გაერთიანებული სამეფო, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა და შვედეთი.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_117:0:1938:1366_1920x0_80_0_0_4b24a06ed6bb67f351715d4202131d8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ქვეყნის მიმართ უსამართლო კამპანიის გაგრძელება: პრემიერი მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებაზე
ეუთოს მოსკოვის მექანიზმი მონაწილე ქვეყნებს უფლებას აძლევს, გაგზავნონ ექსპერტთა მისიები ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესამოწმებლად.
თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის გააქტიურება საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული უსამართლო კამპანიის ნაწილია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
გაერთიანებულმა სამეფომ, 23 სხვა ქვეყანასთან ერთად, გააქტიურა მექანიზმი ექსპერტთა მისიისთვის , რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეაფასებენ. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეუთოში შვედეთის მუდმივი წარმომადგენლის, ანა ოლსონ ვრანგის სახელით.
„მთელი ამ წლების განმავლობაში წარიმართება უსამართლო კამპანია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ეს ამის გაგრძელებაა. აქაც ხედავთ, რომ ჩვენი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან ასეთი ინიციატივის წარმდგენები. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ამ ქვეყნებთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“, - განაცხადა პრემიერმა.
მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის გააქტიურება წარმოადგენს ქართველი ხალხის შანტაჟის მცდელობას, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის მზადაა.
ეუთოს მოსკოვის მექანიზმი მონაწილე ქვეყნებს უფლებას აძლევს, გაგზავნონ ექსპერტთა მისიები ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესამოწმებლად. მისი მიზანია სიტუაციის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების მიზნით. მექანიზმი ვრცელდება მხოლოდ ადამიანის უფლებების სფეროზე და თითოეულ ქვეყანას შეუძლია საკუთარი ექსპერტის ჩართვა.
საქართველოსთან დაკავშირებით მექანიზმის ამოქმედებაში მონაწილეობდნენ შემდეგი ქვეყნები: გაერთიანებული სამეფო, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა და შვედეთი.