https://sputnik-georgia.com/20260130/gaizarda-tu-ara-gazis-tarifi-momxmareblebi-gazrdil-gadasaxadebs-aprotesteben-296891824.html
გაიზარდა თუ არა ბუნებრივი გაზის ტარიფი: მომხმარებლები გაზრდილ გადასახადებს აპროტესტებენ
გაიზარდა თუ არა ბუნებრივი გაზის ტარიფი: მომხმარებლები გაზრდილ გადასახადებს აპროტესტებენ
Sputnik საქართველო
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. 30.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-30T15:12+0400
2026-01-30T15:12+0400
2026-01-30T15:12+0400
საქართველო
ახალი ამბები
ადამიანის უფლებები საქართველოში
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
სემეკი
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293191_0:88:2000:1213_1920x0_80_0_0_45db07d86c6f210e99f89310a3e00446.jpg
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ენერგოომბუდსმენის სამსახური ბუნებრივი გაზის დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო რამდენიმე დღეა ენერგოომბუდსმენის სამსახურს მომხმარებლები აქტიურად მომართავენ და გამოთქვამენ პრეტენზიებს ბუნებრივი გაზის მკვეთრად გაზრდილი გადასახადების გამო. უწყების განმარტებით, გაზრდილი ხარჯი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის: უწყება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს მოუწოდებს, მიმართონ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მიმართვის შემთხვევაში დაიწყება საქმის სამართლებრივი შესწავლა; შეფასდება დარიცხვის კანონიერება; მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეუწყდებათ სადავო თანხის გადაუხდელობის გამო, დავის დასრულებამდე. საქართველოს უმრავლეს რაიონში ბუნებრივი აირის ტარიფი მოსახლეობისთვის 1 კუბურ მეტრზე 57 თეთრს შეადგენს. თბილისში, გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ის საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი კი 54 თეთრს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293191_132:0:1868:1302_1920x0_80_0_0_01b6cc29875ec7066a2268b842268066.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, ადამიანის უფლებები საქართველოში, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, სემეკი, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველო, ახალი ამბები, ადამიანის უფლებები საქართველოში, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, სემეკი, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
გაიზარდა თუ არა ბუნებრივი გაზის ტარიფი: მომხმარებლები გაზრდილ გადასახადებს აპროტესტებენ
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ენერგოომბუდსმენის სამსახური ბუნებრივი გაზის დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო რამდენიმე დღეა ენერგოომბუდსმენის სამსახურს მომხმარებლები აქტიურად მომართავენ და გამოთქვამენ პრეტენზიებს ბუნებრივი გაზის მკვეთრად გაზრდილი გადასახადების გამო.
უწყების განმარტებით, გაზრდილი ხარჯი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის:
მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვა
მრიცხველის ტექნიკური დაზიანება
კერძო სახლებში, სადაც გაზის ქსელი ეზოშია განთავსებული, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის პერიოდში შესაძლებელია, რომ ქსელის გარკვეული მონაკვეთები დაზიანდეს და წარმოიშვას გაზის გაჟონვა, რაც შესაძლოა გახდეს მოხმარებისა და გადასახადის ზრდის მიზეზი;
ასევე სხვა ფაქტორები, რაც თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შესწავლის საგანია.
უწყება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს მოუწოდებს, მიმართონ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
მიმართვის შემთხვევაში დაიწყება საქმის სამართლებრივი შესწავლა; შეფასდება დარიცხვის კანონიერება; მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეუწყდებათ სადავო თანხის გადაუხდელობის გამო, დავის დასრულებამდე.
საქართველოს უმრავლეს რაიონში ბუნებრივი აირის ტარიფი მოსახლეობისთვის 1 კუბურ მეტრზე 57 თეთრს შეადგენს. თბილისში, გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ის საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი კი 54 თეთრს შეადგენს.