საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტიურია მესამედზე ნაკლები - საქსტატი

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2026
გამოწერა
საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის ძალიან მარტივი პროცედურაა, რომლის დასრულებაც ერთ დღეშია შესაძლებელი.
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოში რეგისტრირებული 1,1 მილიონი ბიზნეს-სუბიექტიდან მხოლოდ 26,7% არის აქტიური სტატუსის მქონე, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მასალებში.
აქტიური სტატუსი ნიშნავს, რომ კომპანიას ფულად საშუალებათა ბრუნვა და საგადასახადო ისტორია გააჩნია.
საქსტატის მონაცემებით, ყველა რეგისტრირებული ბიზნესის 60,5% ინდივიდუალური მეწარმეა, შემდეგ მოდის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები და სააქციო საზოგადოებები.
667,300 რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმიდან მხოლოდ 201,100 ერთეულს აქტიური ეკონომიკური საქმიანობა გააჩნია.
საქართველოში რეგისტრირებული დაახლოებით 377,000 შპს-დან მხოლოდ 85,000 არის აქტიური. 3,200 რეგისტრირებული სააქციო საზოგადოებიდან აქტიურია 844 ბიზნეს-სუბიექტი.
საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურა ძალიან მარტივია და მის დასრულებას ქვეყანაში რეგისტრაციის შემთხვევაში ერთი დღე სჭირდება. ყველაზე მარტივია ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რისთვისაც საკმარისია განაცხადის წარდგენა ბიზნეს საქმიანობის კოდით.
შპს-ს ან სს-ს რეგისტრაციისთვის ასევე კომპანიის წესდების წარდგენაა საჭირო.
ყველა ახალი ამბავი
0