https://sputnik-georgia.com/20260129/saqartvelom-da-ass-ma-urtiertobebis-gadatvirtvasa-da-regionsi-stabilurobaze-imsjeles-296864382.html
საქართველომ და აშშ-მა ურთიერთობების გადატვირთვასა და რეგიონში სტაბილურობაზე იმსჯელეს
საქართველომ და აშშ-მა ურთიერთობების გადატვირთვასა და რეგიონში სტაბილურობაზე იმსჯელეს
Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის სურვილი და მზადყოფნა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის... 29.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-29T14:57+0400
2026-01-29T14:57+0400
2026-01-29T14:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/1d/296860978_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_274ebbeb5ec26f31cf184f3e66f3baa4.jpg
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები - ეს და სხვა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის ორპარტიულმა დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები თბილისში მართავენ შეხვედრებს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს. მათი ვიზიტის მიზანია - ინფორმაციის გაცნობა საქართველოსა და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. დელეგაციის წევრები მათთვის საინტერესო საკითხებზე შეხვედრებს პარლამენტში გამართავენ.შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას და განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პროცესები.განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლის როლზე და ამ მხრივ განხილულ იქნა შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალი.საქართველო მიესალმა აშშ-ის აქტიურ ჩართულობას რეგიონში.დელეგაციის წევრებმა დააფიქსირეს შეერთებული შტატების უპირობო, ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღინიშნა ამ მიმართულებით კონკრეტულად აშშ-ის კონგრესის აქტიური ჩართულობის როლი.საუბრისას, დელეგაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს როლი როგორც გლობალური, ისე რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის სურვილი და მზადყოფნა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით.კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანს შეხვდნენ.მთავრობის პრესსამსახურის, ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებს შეეხო. განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები.ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. ასევე ისაუბრეს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე.შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობის საკითხი. გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება და ქვეყნების საერთო ინტერესების გათვალისწინებით, კონკრეტული დღის წესრიგით გაგრძელდება, აღნიშნულია ინფორმაციაში.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/1d/296860978_133:0:1954:1366_1920x0_80_0_0_26f237a86e34f6eb9fd0b4bfd531ed38.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს მთავრობა
საქართველომ და აშშ-მა ურთიერთობების გადატვირთვასა და რეგიონში სტაბილურობაზე იმსჯელეს
საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის სურვილი და მზადყოფნა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით.
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები - ეს და სხვა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის ორპარტიულმა დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები თბილისში მართავენ შეხვედრებს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს. მათი ვიზიტის მიზანია - ინფორმაციის გაცნობა საქართველოსა და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. დელეგაციის წევრები მათთვის საინტერესო საკითხებზე შეხვედრებს პარლამენტში გამართავენ.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას და განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პროცესები.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლის როლზე და ამ მხრივ განხილულ იქნა შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალი.
საქართველო მიესალმა აშშ-ის აქტიურ ჩართულობას რეგიონში.
დელეგაციის წევრებმა დააფიქსირეს შეერთებული შტატების უპირობო, ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღინიშნა ამ მიმართულებით კონკრეტულად აშშ-ის კონგრესის აქტიური ჩართულობის როლი.
საუბრისას, დელეგაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს როლი როგორც გლობალური, ისე რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის სურვილი და მზადყოფნა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით.
კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანს შეხვდნენ.
მთავრობის პრესსამსახურის, ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებს შეეხო. განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. ასევე ისაუბრეს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობის საკითხი. გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება და ქვეყნების საერთო ინტერესების გათვალისწინებით, კონკრეტული დღის წესრიგით გაგრძელდება, აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.