პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

© Courtesy of Ministry of Internal Affairნარკოტიკი
ნარკოტიკი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2026
გამოწერა
საქმეზე დაკავებულ პირებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა, რომელთაგანაც ორი აზერბაიჯანის მოქალაქეა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველები დაკავებულებს, რომელთა ასაკიც 24-დან 34 წლამდეა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანას ედავებიან.
პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო, მათ შორის: სარეალიზაციოდ გამზადებული 75 შეკვრა "მეთადონი", გამომშრალი "მარიხუანა" და "მცენარე კანაფი".
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0