https://sputnik-georgia.com/20260129/ojaxis-wevris-gaupatiurebis-braldebit-19-wlis-biwi-daakaves-296862274.html
ოჯახის წევრის გაუპატიურების ბრალდებით 19 წლის პირია დაკავებული
ოჯახის წევრის გაუპატიურების ბრალდებით 19 წლის პირია დაკავებული
Sputnik საქართველო
დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 29.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-29T12:57+0400
2026-01-29T12:57+0400
2026-01-29T12:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ძალადობა ოჯახში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/05/240480574_0:60:2000:1185_1920x0_80_0_0_9c8473263b6eefcbb6340f4f5d239030.jpg
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის გაუპატიურების ბრალდებით 19 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 19 წლის მამაკაცს საგამოძიებო უწყება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, გაუპატიურებას, არაადამიანურ მოპყრობას, მუქარასა და ნივთის დაზიანებას ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა, ასევე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა 21 წლის პირს. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 137-ე, 11 პრიმა 151-ე, 11 პრიმა 187-ე, 144-ე ტერცია და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/05/240480574_53:0:2000:1460_1920x0_80_0_0_17583647940b5b117758f04c0fd2e573.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ძალადობა ოჯახში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ძალადობა ოჯახში
ოჯახის წევრის გაუპატიურების ბრალდებით 19 წლის პირია დაკავებული
დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის გაუპატიურების ბრალდებით 19 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
19 წლის მამაკაცს საგამოძიებო უწყება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, გაუპატიურებას, არაადამიანურ მოპყრობას, მუქარასა და ნივთის დაზიანებას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა, ასევე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა 21 წლის პირს. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 137-ე, 11 პრიმა 151-ე, 11 პრიმა 187-ე, 144-ე ტერცია და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.