https://sputnik-georgia.com/20260129/levan-jorjolianma-safrantetis-elctan-reformebze-isaubra-296869203.html
ლევან ჟორჟოლიანმა საფრანფეთის ელჩთან რეფორმებზე ისაუბრა
ლევან ჟორჟოლიანმა საფრანფეთის ელჩთან რეფორმებზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საფრანგეთის ელჩს საქართველოში ოლივიე კურტოს შეხვდა. 29.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-29T20:44+0400
2026-01-29T20:44+0400
2026-01-29T20:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საფრანგეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0b/295734899_0:281:2048:1432_1920x0_80_0_0_9b2cd6773c20522f44ba1577c4c5a054.jpg
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში ოლივიე კურტოსთან, იუწყება მთავრობის ადმინიატრაცია. ლევან ჟორჟოლიანი ოლივიე კურტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო „გრანტების შესახებ" კანონს და კანონით გათვალისწინებულ ნორმებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ფრანგულ მხარეს კიდევ ერთხელ განუმარტა კანონის მიზნები და გრანტის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცედურები. უწყების ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა შეჩერებული პროექტების განახლების მნიშვნელობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია, ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდება, შესაბამისობაში იყოს საქართველოს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებთან. როგორც გუშინ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობას "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შეაქვს. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, დაწესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე დაზუსტდება გრანტების განმარტება, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება გარე ლობიზმი. 2025 წლის აპრილში პარლამენტმა გაამკაცრა "გრანტების შესახებ" კანონი, რომლის მიხედვითაც უცხოური გრანტის მისაღებად საჭიროა მთავრობასთან არსებული ანტიკორუფციული ბიუროს თანხმობა. საუბარია საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის (მათ შორის საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის, უცხო ქვეყნის მთავრობის ან მისი წარმომადგენლობის, ასევე საწარმოს გრანტებზე. უცხოური გრანტების რეესტრი 10 ივლისს ამოქმედდა. მთავრობის ინსტრუქციის თანახმად, საქართველოში გრანტების მისაღებად საჭირო იქნება გარკვეული პროცედურის გავლა და სპეციალური ფორმის შევსება. საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 აგვისტოს დამყარდა. ქვეყნებს შორის ურთიერთობები როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი მიმართულებით აქტიურად ვითარდება. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებები ძირითადად არეგულირებს თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ეკონომიკა, თავდაცვა, საფინანსო სექტორი, კულტურა, განათლება.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0b/295734899_0:89:2048:1624_1920x0_80_0_0_c293cefc6387d4a6c3a504201322807b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა
ლევან ჟორჟოლიანმა საფრანფეთის ელჩთან რეფორმებზე ისაუბრა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საფრანგეთის ელჩს საქართველოში ოლივიე კურტოს შეხვდა.
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში ოლივიე კურტოსთან, იუწყება მთავრობის ადმინიატრაცია.
ლევან ჟორჟოლიანი ოლივიე კურტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო „გრანტების შესახებ" კანონს და კანონით გათვალისწინებულ ნორმებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ფრანგულ მხარეს კიდევ ერთხელ განუმარტა კანონის მიზნები და გრანტის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცედურები.
უწყების ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა შეჩერებული პროექტების განახლების მნიშვნელობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია, ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდება, შესაბამისობაში იყოს საქართველოს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებთან.
როგორც გუშინ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობას "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შეაქვს. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, დაწესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე დაზუსტდება გრანტების განმარტება, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება გარე ლობიზმი.
2025 წლის აპრილში პარლამენტმა გაამკაცრა "გრანტების შესახებ" კანონი, რომლის მიხედვითაც უცხოური გრანტის მისაღებად საჭიროა მთავრობასთან არსებული ანტიკორუფციული ბიუროს თანხმობა. საუბარია საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის (მათ შორის საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის, უცხო ქვეყნის მთავრობის ან მისი წარმომადგენლობის, ასევე საწარმოს გრანტებზე. უცხოური გრანტების რეესტრი 10 ივლისს ამოქმედდა. მთავრობის ინსტრუქციის თანახმად, საქართველოში გრანტების მისაღებად საჭირო იქნება გარკვეული პროცედურის გავლა და სპეციალური ფორმის შევსება.
საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 აგვისტოს დამყარდა. ქვეყნებს შორის ურთიერთობები როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი მიმართულებით აქტიურად ვითარდება. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებები ძირითადად არეგულირებს თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ეკონომიკა, თავდაცვა, საფინანსო სექტორი, კულტურა, განათლება.