https://sputnik-georgia.com/20260128/pirvelklaselta-registracia-axali-wesit-moxdeba-296855098.html
სად მოხდება პირველკლასელთა რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით: მინისტრის განმარტება
სად მოხდება პირველკლასელთა რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით: მინისტრის განმარტება
Sputnik საქართველო
პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება - საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი... 28.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-28T18:55+0400
2026-01-28T18:55+0400
2026-01-28T18:55+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0f/249447599_0:68:3000:1756_1920x0_80_0_0_5d2d266f6d78f20b2b3f4a087c212021.jpg
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაცია, პირველ რიგში, შეეხება თორმეტ დიდ ქალაქს, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.როგორც მინისტრმა განმარტა პირველკლასელთა ახალი სარეგისტრაციო სისტემის შემოღება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვანია, რათა დარეგულირდეს გარკვეული საკითხები, რაც უზრუნველყოფს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას კონკრეტულ სკოლებთან მიმართებაში. „ვფიქრობთ, სამომავლოდ ეს არეალი კიდევ უფრო გავაფართოოთ, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება პირველი შედეგების გაანალიზება, შეჯერება და იმ მიმართულებების კიდევ უფრო დახვეწა, რაც პროცესს უფრო აქტუალურსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის“, - აღნიშნა მიქანაძემ. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეფორმის ფარგლებში დამამთავრებელ კლასებში იგეგმება პროფორიენტაციის კომპონენტის შემოღება, რაც გულისხმობს მოსწავლეების ინტერესებიდან, შესაძლებლობიდან, უნარებიდან გამომდინარე მათთვის რჩევის მიცემას, რას შეძლებენ ისინი, რა მიმართულებით იქნება მიზანშეწონილი მათი შემდგომი განვითარება. „ეს იქნება რჩევის დონეზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რათა დაფიქრდეს, მისი უნარებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, კონკრეტულად რა კუთხით უნდა მოხდეს შემდგომი განვითარება“, – განაცხადა მიქანაძემ. მინისტრის განმარტებით, აქცენტი გაკეთდება ასევე პედაგოგების შემდგომ გადამზადებაზეც. „მაქსიმალურად იქნება ხელშეწყობა იმისა, რომ მათი კვალიფიკაცია სრულფასოვნად პასუხობდეს საჭიროებებს, რაც რეფორმით არის გათვალისწინებული“, -აღნიშნა მიქანაძემ, 27 იანვარს საქართველოს მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა, რომელიც რვა ძირითადი გამოწვევისგან შედგება. მათ შორისაა, საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, სასწავლო რესურსები, სასკოლო ცხოვრება - სკოლის ბაზაზე წრეების, სექციებისა და კლუბების გახსნა, კავშირი განათლების საფეხურებს შორის, მასწავლებელთა კვალიფიკაცია და დისციპლინები, სადაც კვალიფიციური კადრების დეფიციტია და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0f/249447599_284:0:2716:1824_1920x0_80_0_0_c08b5ed44141fe4bd197424e5927fec0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
სად მოხდება პირველკლასელთა რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით: მინისტრის განმარტება
პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება - საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი. მოგვიანებით ეს წესი ყველა ქალაქსა და სოფელზე გავრცელდება.
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაცია, პირველ რიგში, შეეხება თორმეტ დიდ ქალაქს, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
როგორც მინისტრმა განმარტა პირველკლასელთა ახალი სარეგისტრაციო სისტემის შემოღება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია.
„თითოეული რეგიონის დიდ ქალაქს დამატებული ფოთი და თბილისი, ჯამში გამოდის 12 ქალაქი, სადაც პირველ რიგში სწორედ რეგისტრაციის მისამართის მიხედვით მოხდება მოსწავლეთა ჩარიცხვა პირველ კლასში, ხოლო დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე შემდგომში გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია“, – განაცხადა მიქანაძემ.
როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვანია, რათა დარეგულირდეს გარკვეული საკითხები, რაც უზრუნველყოფს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას კონკრეტულ სკოლებთან მიმართებაში.
„ვფიქრობთ, სამომავლოდ ეს არეალი კიდევ უფრო გავაფართოოთ, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება პირველი შედეგების გაანალიზება, შეჯერება და იმ მიმართულებების კიდევ უფრო დახვეწა, რაც პროცესს უფრო აქტუალურსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის“, - აღნიშნა მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეფორმის ფარგლებში დამამთავრებელ კლასებში იგეგმება პროფორიენტაციის კომპონენტის შემოღება, რაც გულისხმობს მოსწავლეების ინტერესებიდან, შესაძლებლობიდან, უნარებიდან გამომდინარე მათთვის რჩევის მიცემას, რას შეძლებენ ისინი, რა მიმართულებით იქნება მიზანშეწონილი მათი შემდგომი განვითარება.
„ეს იქნება რჩევის დონეზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რათა დაფიქრდეს, მისი უნარებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, კონკრეტულად რა კუთხით უნდა მოხდეს შემდგომი განვითარება“, – განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრის განმარტებით, აქცენტი გაკეთდება ასევე პედაგოგების შემდგომ გადამზადებაზეც.
„მაქსიმალურად იქნება ხელშეწყობა იმისა, რომ მათი კვალიფიკაცია სრულფასოვნად პასუხობდეს საჭიროებებს, რაც რეფორმით არის გათვალისწინებული“, -აღნიშნა მიქანაძემ,
27 იანვარს საქართველოს მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა, რომელიც რვა ძირითადი გამოწვევისგან შედგება. მათ შორისაა, საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, სასწავლო რესურსები, სასკოლო ცხოვრება - სკოლის ბაზაზე წრეების, სექციებისა და კლუბების გახსნა, კავშირი განათლების საფეხურებს შორის, მასწავლებელთა კვალიფიკაცია და დისციპლინები, სადაც კვალიფიციური კადრების დეფიციტია და სხვ.