https://sputnik-georgia.com/20260128/kobaxidze-parmacevtuli-kompanuebus-warmomadgenlebs-shexvda-296852950.html
მედიკამენტებზე ფასები: კობახიძე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
მედიკამენტებზე ფასები: კობახიძე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
Sputnik საქართველო
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. 28.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-28T17:00+0400
2026-01-28T17:00+0400
2026-01-28T17:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
სოციალური სფერო საქართველოში
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_0:37:2048:1189_1920x0_80_0_0_939112f0a14fd8924a3e4226304d8632.jpg
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი, თუმცა აფთიაქების შემთხვევაში შემოდის სოციალური კომპონენტი და ხელისუფლება პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. 20 იანვარს სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მედიკამენტებისა და სააფთიაქო ფასების საკითხი მოსახლეობაში აქტუალურია, შესაბამისად, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია, სექტორის წარმომადგენლებთან განიხილოს, რამდენად არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის. კობახიძის განცხადებით, ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი და ფასწარმოქმნა არსებითად უნდა ხორციელდებოდეს თავისუფალი საბაზრო პრინციპების შესაბამისად, თუმცა მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული. „თუ სადმე არის გაუმჯობესების სივრცე, ამაზე უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ინიციატივა ყველა მიმართულებით, მათ შორის აფთიაქების მიმართულებით," - განაცხადა კობახიძემ. საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან და ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობის საფუძველზე არსებობს იმის რესურსი, რომ ფასების კორექტირება მოხდეს და მედიკამენტებზე დადგინდეს სამართლიანი ფასი. მისი განცხადებით, პირველ ეტაპზე უმჯობესია განხილული იყოს რეცეპტორული მედიკამენტების ფასები, რომელიც გამოიყენება ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. მიმდინარე კვირას სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრა ასევე გაიმართება საწვავის ფასებთან დაკავშირებით. გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელური გარიგებების ნიშნები არსებობდეს. სურსათზე ფასების საკითხს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისე პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეისწავლის. სამთავრობო საკოორდინაციო კომისია 2025 წლის დეკემბერის ბოლოს შეიქმნა, კომისიის შემადგენლობა კი 5 იანვარს დამტკიცდა. სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და მუშაობას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს. გარდა ამისა, 3 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება და მომავალი სესიის მთავარი თემა იქნება სურსათზე, საწვავსა და მედიკამენტებზე ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნა. ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად. რაც შეეხება მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასებს, ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების მაქსიმალური ლიმიტების დაწესება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. სახელმწიფომ ამით თავის კონტროლქვეშ მედიკამენტებზე ფასების საწყისი ღირებულების 200-300%-ით გაძვირება მოაქცია. ამ დროისთვის წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც საცალო და საბითუმო ფასების ზედა ზღვარი მოქმედებს, ჯამში, 7 500-მდე დასახელებამდე გაფართოვდა. რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი მოქმედებს ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ წამლებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_117:0:1938:1366_1920x0_80_0_0_4b24a06ed6bb67f351715d4202131d8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , სოციალური სფერო საქართველოში, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , სოციალური სფერო საქართველოში, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
მედიკამენტებზე ფასები: კობახიძე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი, თუმცა აფთიაქების შემთხვევაში შემოდის სოციალური კომპონენტი და ხელისუფლება პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
20 იანვარს სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მედიკამენტებისა და სააფთიაქო ფასების საკითხი მოსახლეობაში აქტუალურია, შესაბამისად, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია, სექტორის წარმომადგენლებთან განიხილოს, რამდენად არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის.
„2022 წელს, როდესაც რეფერენტული ფასები დაწესდა, მედიკამენტების კონკრეტულ ჯგუფებზე ფასები რეალურად შემცირდა. გვინდა, ვიმსჯელოთ, რამდენად არის სივრცე ამ ჩამონათვალის გაფართოებისთვის. ასევე სააფთიაქო ქსელებში ხდება სხვა პროდუქტების რეალიზაციაც, სადაც ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდია ფასთა შორის სხვაობა“, - განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის განცხადებით, ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი და ფასწარმოქმნა არსებითად უნდა ხორციელდებოდეს თავისუფალი საბაზრო პრინციპების შესაბამისად, თუმცა მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული.
„თუ სადმე არის გაუმჯობესების სივრცე, ამაზე უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ინიციატივა ყველა მიმართულებით, მათ შორის აფთიაქების მიმართულებით," - განაცხადა კობახიძემ.
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან და ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობის საფუძველზე არსებობს იმის რესურსი, რომ ფასების კორექტირება მოხდეს და მედიკამენტებზე დადგინდეს სამართლიანი ფასი.
„სამართლიანი ფასი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს გეოგრაფიული მდებარეობიდან, მოწოდების გზებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. ზუსტად ამისთვის არის ეს შეხვედრები, რომ დადგინდეს ის ფასი, რომელიც სამართლიანი იქნება საქართველოსთვის”, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.
მისი განცხადებით, პირველ ეტაპზე უმჯობესია განხილული იყოს რეცეპტორული მედიკამენტების ფასები, რომელიც გამოიყენება ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.
მიმდინარე კვირას სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრა ასევე გაიმართება საწვავის ფასებთან დაკავშირებით.
გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელური გარიგებების ნიშნები არსებობდეს. სურსათზე ფასების საკითხს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისე პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეისწავლის.
სამთავრობო საკოორდინაციო კომისია 2025 წლის დეკემბერის ბოლოს შეიქმნა, კომისიის შემადგენლობა კი 5 იანვარს დამტკიცდა. სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და მუშაობას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს.
გარდა ამისა, 3 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება და მომავალი სესიის მთავარი თემა იქნება სურსათზე, საწვავსა და მედიკამენტებზე ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად.
რაც შეეხება მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასებს, ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების მაქსიმალური ლიმიტების დაწესება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. სახელმწიფომ ამით თავის კონტროლქვეშ მედიკამენტებზე ფასების საწყისი ღირებულების 200-300%-ით გაძვირება მოაქცია. ამ დროისთვის წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც საცალო და საბითუმო ფასების ზედა ზღვარი მოქმედებს, ჯამში, 7 500-მდე დასახელებამდე გაფართოვდა.
რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი მოქმედებს ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ წამლებზე.