https://sputnik-georgia.com/20260127/ras-edavebian-ilia-gudushaurs-296836945.html
ჩაშლილი ტენდერი და სხვა კომპანიისთვის მორგებული პირობები: რას ედავებიან ილია ღუდუშაურს
ჩაშლილი ტენდერი და სხვა კომპანიისთვის მორგებული პირობები: რას ედავებიან ილია ღუდუშაურს
Sputnik საქართველო
უწყების მტკიცებით, ღუდუშაურმა „სასწრაფო დახმარების" ავტომანქანების ტენდერი კონკრეტულ კომპანიას მოარგო და სახელმწიფო ინტერესები დააზიანა 27.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-27T14:49+0400
2026-01-27T14:49+0400
2026-01-27T14:49+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/04/279241952_197:475:893:866_1920x0_80_0_0_d5960669b4e3db79355fcc7a5319e676.jpg
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ღუდუშაური ამავდროულად აღნიშნული სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო. გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. უწყების ცნობით, ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი — 8,5 მლნ ლარი შესთავაზა. უწყების მტკიცებით, წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2,1 მლნ ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ), რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის მოადგილედ 2022 წლის იანვარში დაინიშნა - აზარაშვილმა მინისტრის თანამდებობა 2024 წლის მარტში მას შემდეგ დატოვა, რაც მინისტრის პორტფელი მიხეილ სარჯველაძემ ჩაიბარა. ღუდუშაური სხვადასხვა დროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო. ილია ღუდუშაურის ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური დიდი ოდენობით გაფლანგვის ბრალდებით 2025 წლის ივლისში დააკავეს. მოგვიანებით მაღალჩინოსანი 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/04/279241952_62:0:1217:866_1920x0_80_0_0_3fba460b28ceaa0d19f2e8cb2f55406d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ჩაშლილი ტენდერი და სხვა კომპანიისთვის მორგებული პირობები: რას ედავებიან ილია ღუდუშაურს
უწყების მტკიცებით, ღუდუშაურმა „სასწრაფო დახმარების" ავტომანქანების ტენდერი კონკრეტულ კომპანიას მოარგო და სახელმწიფო ინტერესები დააზიანა
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ღუდუშაური ამავდროულად აღნიშნული სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.
უწყების ცნობით, ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი — 8,5 მლნ ლარი შესთავაზა.
„აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს მისი მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს“, -აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2,1 მლნ ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ), რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის მოადგილედ 2022 წლის იანვარში დაინიშნა - აზარაშვილმა მინისტრის თანამდებობა 2024 წლის მარტში მას შემდეგ დატოვა, რაც მინისტრის პორტფელი მიხეილ სარჯველაძემ ჩაიბარა.
ღუდუშაური სხვადასხვა დროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.
ილია ღუდუშაურის ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური დიდი ოდენობით გაფლანგვის ბრალდებით 2025 წლის ივლისში დააკავეს. მოგვიანებით მაღალჩინოსანი 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.