https://sputnik-georgia.com/20260126/kobaxidze-pasebtan-dakavshirebit-analizi-aprilis-bolomde-dasruldeba-296815463.html
კობახიძე: ფასწარმოქმნის ფაქტორების ანალიზი აპრილის ბოლომდე დასრულდება
კობახიძე: ფასწარმოქმნის ფაქტორების ანალიზი აპრილის ბოლომდე დასრულდება
Sputnik საქართველო
გასული წლის დეკემბრის ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სურსათის ფასების საკითხის გამოძიება დაიწყო. 26.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-26T17:33+0400
2026-01-26T17:33+0400
2026-01-26T17:33+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268818254_0:0:3110:1750_1920x0_80_0_0_05ce026e73b4c6c9550b5f3426e41910.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. სპეციალური კომისია მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე დაასრულებს ფასნამატის წარმოქმნის ყველა ასპექტის შესწავლას, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.სურსათზე ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს შეეხებოდა. საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხს ამჟამად როგორც სამთავრობო კომისია, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამის საფუძველზე შეიძლება იყოს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები.2026 წლის იანვრის პირველ დღეებში სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, პირველი სხდომა კი 20 იანვარს შედგა. კომისია სასურსათო პროდუქციის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს. პარალელურად საკითხს საპარლამენტო კომისიაც შეისწავლის. აღნიშნული კომისიის ფარგლებში იმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. კომისიების მუშაობის შედეგები აპრილში გამოქვეყნდება.24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სურსათის ფასების საკითხის გამოძიება დაიწყო. უწყებამ სუპერმარკეტების ქსელებისა და დისტრიბუტორები შეამოწმა, რათა დაედგინა თუ როგორ განისაზღვრება პროდუქტის ფასნამატი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268818254_212:0:2943:2048_1920x0_80_0_0_23246f0b9f4153a5ba5dcc8229cade38.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
კობახიძე: ფასწარმოქმნის ფაქტორების ანალიზი აპრილის ბოლომდე დასრულდება
გასული წლის დეკემბრის ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სურსათის ფასების საკითხის გამოძიება დაიწყო.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. სპეციალური კომისია მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე დაასრულებს ფასნამატის წარმოქმნის ყველა ასპექტის შესწავლას, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
სურსათზე ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს შეეხებოდა. საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხს ამჟამად როგორც სამთავრობო კომისია, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს.
„სამუშაო პროცესი არაუგვიანეს აპრილის ბოლოს დასრულდება და შესაბამისად, გამოიკვეთება ფასნამატის წარმოქმნისა და ფასების მომატების ყველა ასპექტი", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამის საფუძველზე შეიძლება იყოს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები.
2026 წლის იანვრის პირველ დღეებში სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, პირველი სხდომა კი 20 იანვარს შედგა. კომისია სასურსათო პროდუქციის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს. პარალელურად საკითხს საპარლამენტო კომისიაც შეისწავლის. აღნიშნული კომისიის ფარგლებში იმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. კომისიების მუშაობის შედეგები აპრილში გამოქვეყნდება.
24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სურსათის ფასების საკითხის გამოძიება დაიწყო. უწყებამ სუპერმარკეტების ქსელებისა და დისტრიბუტორები შეამოწმა, რათა დაედგინა თუ როგორ განისაზღვრება პროდუქტის ფასნამატი.