სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სწავლება Phoenix Express-ში მიიღეს მონაწილეობა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2026
გამოწერა
საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში 12 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საერთაშორისო საზღვაო სწავლება Phoenix Express-ში მიიღეს მონაწილეობა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვროპოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Phoenix Express- – საერთაშორისო საზღვაო სწავლება მიზნად ისახავდა აშშ-ის, აფრიკელი პარტნიორების, მოკავშირეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საზღვაო და სამართალდამცავ ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, აშშ-ის აფრიკული სარდლობის (U.S. AFRICOM) მიერ ორგანიზებულ და აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) კოორდინაციით ორგანიზებული საზღვაო სწავლება ტუნისის რესპუბლიკაში ქალაქ ტუნისში 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
უწყების ცნობით, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სწავლების პერიოდში სასწავლო მართვის ცენტრში ახორციელებდნენ მათზე დაკისრებულ ამოცანების შესრულებას. სწავლების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო NATO-ს პროცედურების, ტერმინოლოგიისა და საზღვაო უსაფრთხოების სფეროში მართვის მოდელის ათვისებას. სწავლება ფოკუსირებული იყო საზღვაო აღკვეთ ოპერაციებზე, ინფორმაციის ეფექტიან გაზიარებასა და კოორდინირებულ პატრულირებაზე, რაც ხელს უწყობს რეგიონში საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში 12 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0