ბათუმში მიუსაფარი ცხოველებისთვის მუნიციპაური თავშესაფარი აშენდება

© photo: Sputnik / Stringerძაღლი
ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2026
გამოწერა
თავშესაფარი ფუნქციონირებას 2026 წლის დეკემბერში დაიწყებს. მისი მშენებლობისთვის აჭარის რეგიონის ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარია გამოყოფილი.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ბათუმის მერია მიუსაფარი ცხოველებისთვის პირველი მუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობას იწყებს.
თავშესაფარი დაბა ჩაქვში, 26,7 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსდება და 180 ვოლიერზე იქნება გათვლილი. ვოლიერები უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემებით.

პროექტის თანახმად, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსი მოიცავს რვა დამხმარე შენობას - გათვალისწინებულია სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის, ვეტერინარული, ადმინისტრაციული, საკარანტინო, სამზარეულო, „გრუმინგისა“ და ძაღლების სასტუმრო ბლოკების მოწყობა. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ძაღლების სავარჯიშო სივრცე.
თავშესაფარი ფუნქციონირებას 2026 წლის დეკემბერში დაიწყებს. მისი მშენებლობისთვის აჭარის რეგიონის ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ყველა ახალი ამბავი
0