https://sputnik-georgia.com/20260124/batumsi-miusafar-zarlta-tavsesafris-msenebloba-daiwyo-296787386.html
ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო
ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო
Sputnik საქართველო
კომპლექსის მშენებლობა 2026 წლის დეკემბერში დასრულდება. 24.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-24T13:29+0400
2026-01-24T13:29+0400
2026-01-24T13:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცხოველთა დაცვა
საზოგადოება
ბათუმი
აჭარა
აჭარის მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0c/293734329_0:146:3072:1874_1920x0_80_0_0_ec0ad8d2091650b105fc9161166b0015.jpg
თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ამის შსახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. პროექტის ფარგლებში, 26.696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემებით. ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში მოეწყობა ძაღლების გასასეირნებელი შიდა ეზო. უწყების ცნობით, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსი მოიცავს რვა დამხმარე შენობას. გათვალისწინებულია სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის, ვეტერინარული, ადმინისტრაციული, საკარანტინო, სამზარეულო, "გრუმინგისა" და ძაღლების სასტუმრო ბლოკების მოწყობა. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ძაღლების სავარჯიშო სივრცე. ხელშეკრულების მიხედვით, კომპლექსის მშენებლობა 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 9 მილიონამდე ლარს შეადგენს.
საქართველო
ბათუმი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0c/293734329_64:0:2795:2048_1920x0_80_0_0_5b1ee2f12729467c6e5aca8fbc9942a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცხოველთა დაცვა, საზოგადოება, ბათუმი , აჭარა , აჭარის მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, ცხოველთა დაცვა, საზოგადოება, ბათუმი , აჭარა , აჭარის მთავრობა
ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო
კომპლექსის მშენებლობა 2026 წლის დეკემბერში დასრულდება.
თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ამის შსახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, 26.696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემებით. ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში მოეწყობა ძაღლების გასასეირნებელი შიდა ეზო.
უწყების ცნობით, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსი მოიცავს რვა დამხმარე შენობას. გათვალისწინებულია სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის, ვეტერინარული, ადმინისტრაციული, საკარანტინო, სამზარეულო, "გრუმინგისა" და ძაღლების სასტუმრო ბლოკების მოწყობა. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ძაღლების სავარჯიშო სივრცე.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპლექსის მშენებლობა 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 9 მილიონამდე ლარს შეადგენს.