https://sputnik-georgia.com/20260123/ori-piris-jgufurad-cemis-faqtze-tbilissi-sami-mamakaci-daakaves-296770365.html
ორი პირის ჯგუფურად ცემის ფაქტზე თბილისში სამი მამაკაცი დააკავეს
ორი პირის ჯგუფურად ცემის ფაქტზე თბილისში სამი მამაკაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 23.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-23T12:24+0400
2026-01-23T12:24+0400
2026-01-23T12:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ძალადობის ბრალდებით სამი პირი დაკაავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს, რომელთა ასაკი 28-დან 39 წლამდეა, საგამოძიებო უწყება ჯგუფურად განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ედავება. ბრალდებულებს შორის ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევი, ამჟამად კი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად ფიზიკური დაზიანება მიაყენეს 2 პირს. განხორციელებული ძალადობის შემდეგ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე სამივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თბილისი დღეს
ორი პირის ჯგუფურად ცემის ფაქტზე თბილისში სამი მამაკაცი დააკავეს
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ძალადობის ბრალდებით სამი პირი დაკაავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 28-დან 39 წლამდეა, საგამოძიებო უწყება ჯგუფურად განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ედავება. ბრალდებულებს შორის ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევი, ამჟამად კი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად ფიზიკური დაზიანება მიაყენეს 2 პირს. განხორციელებული ძალადობის შემდეგ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე სამივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.