https://sputnik-georgia.com/20260122/samartaldamcvelebma-narkodanasaulistvis-88-piri-daakaves-296752927.html
სამართალდამცველებმა ერთ დღე-ღამეში ნარკოდანაშაულისთვის 88 პირი დააკავეს - რეიდის კადრები
სამართალდამცველებმა ერთ დღე-ღამეში ნარკოდანაშაულისთვის 88 პირი დააკავეს - რეიდის კადრები
Sputnik საქართველო
პოლიციის მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი 22.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-22T13:57+0400
2026-01-22T13:57+0400
2026-01-22T13:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252350162_0:11:2738:1551_1920x0_80_0_0_123c476351731261a31988e256166712.jpg
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისსა და რეგიონებში გასული 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 88 ნარკორეალიზატორი და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მისივე თქმით, მოპოვებული მტკიცებულებებით, დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვების, ასევე, ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, მათი პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ,,კოკაინი", ,,ჰეროინი", "ალფა პვპ", ,,ბუპრენორფინი", ,,მეთადონი", "მორფინი", "მდმა" და გამომშრალი ,,მარიხუანა" - ნივთმტკიცებად ამოიღო. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად, 2025 წლის ბოლო 7 თვის გამავლობაში, ნარკოტიკული დანაშაულისთვის, საქართველოს მასშტაბით, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი, აღნიშნეს უწყებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252350162_327:0:2411:1563_1920x0_80_0_0_ec789d8ed7a2e066d6c0406f21e47144.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
სამართალდამცველებმა ერთ დღე-ღამეში ნარკოდანაშაულისთვის 88 პირი დააკავეს - რეიდის კადრები
პოლიციის მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისსა და რეგიონებში გასული 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 88 ნარკორეალიზატორი და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
„ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება, ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა", - აღნიშნა დარახველიძემ.
მისივე თქმით, მოპოვებული მტკიცებულებებით, დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვების, ასევე, ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, მათი პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ,,კოკაინი", ,,ჰეროინი", "ალფა პვპ", ,,ბუპრენორფინი", ,,მეთადონი", "მორფინი", "მდმა" და გამომშრალი ,,მარიხუანა" - ნივთმტკიცებად ამოიღო.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად, 2025 წლის ბოლო 7 თვის გამავლობაში, ნარკოტიკული დანაშაულისთვის, საქართველოს მასშტაბით, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი, აღნიშნეს უწყებაში.