https://sputnik-georgia.com/20260122/brzola-fasebtan-susi-sadistribucio-kompaniebsa-da-savawro-qselebsi-sevida-296757731.html
ბრძოლა ფასებთან: სუსი სადისტრიბუციო კომპანიებსა და სავაჭრო ქსელებში შევიდა
ბრძოლა ფასებთან: სუსი სადისტრიბუციო კომპანიებსა და სავაჭრო ქსელებში შევიდა
Sputnik საქართველო
გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, განაცხადეს უწყებაში 22.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-22T16:44+0400
2026-01-22T16:44+0400
2026-01-22T16:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
კომპანიების ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სუპერმარკეტების ქსელებისა და დისტრიბუტორების შემოწმება ჩაატარა, რათა დაედგინა, თუ როგორ ხდება პროდუქციაზე ფასნამატის განსაზღვრა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპულ და ქართულ ფასებს შორის მაღალი სხვაობა სადისტრიბუციო კომპანიების და ქსელების დიდი ფასნამატებით არის განპირობებული, რომელიც საშუალოდ 86%-ია (საზღვრიდან დახლამდე).სამთავრობო საკოორდინაციო კომისია 2025 წლის დეკემბერის ბოლოს შეიქმნა, კომისიის შემადგენლობა კი მიმდინარე წლის 5 იანვარს დამტკიცდა. პირველი სხდომა 20 იანვარს შედგა. კომისია სასურსათო პროდუქციის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , კომპანიების ახალი ამბები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , კომპანიების ახალი ამბები
ბრძოლა ფასებთან: სუსი სადისტრიბუციო კომპანიებსა და სავაჭრო ქსელებში შევიდა
გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, განაცხადეს უწყებაში
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სუპერმარკეტების ქსელებისა და დისტრიბუტორების შემოწმება ჩაატარა, რათა დაედგინა, თუ როგორ ხდება პროდუქციაზე ფასნამატის განსაზღვრა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპულ და ქართულ ფასებს შორის მაღალი სხვაობა სადისტრიბუციო კომპანიების და ქსელების დიდი ფასნამატებით არის განპირობებული, რომელიც საშუალოდ 86%-ია (საზღვრიდან დახლამდე).
„მოცემულ შემთხვევაში გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა. სხვა ფინანსური საკითხებით ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვინტერესდებით, რადგან ეს არ წარმოადგენს მიმდინარე გამოძიების კვლევის საგანს“, - განაცხადეს სუს-ში.
სამთავრობო საკოორდინაციო კომისია 2025 წლის დეკემბერის ბოლოს შეიქმნა, კომისიის შემადგენლობა კი მიმდინარე წლის 5 იანვარს დამტკიცდა. პირველი სხდომა 20 იანვარს შედგა. კომისია სასურსათო პროდუქციის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.