https://sputnik-georgia.com/20260122/brzola-fasebtan-kompaniebidan-dokumentebis-amoreba-mimdinareobs-296760867.html
ბრძოლა ფასებთან: კომპანიებიდან დოკუმენტების ამოღება მიმდინარეობს
ბრძოლა ფასებთან: კომპანიებიდან დოკუმენტების ამოღება მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
გამოძიების ინტერესის საგანია მხოლოდ ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით... 22.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-22T18:58+0400
2026-01-22T18:58+0400
2026-01-22T18:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/04/279241952_197:475:893:866_1920x0_80_0_0_d5960669b4e3db79355fcc7a5319e676.jpg
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც შევიდა.გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპულ და ქართულ ფასებს შორის მაღალი სხვაობა სადისტრიბუციო კომპანიების და ქსელების დიდი ფასნამატებით არის განპირობებული, რომელიც საშუალოდ 86%-ია (საზღვრიდან დახლამდე).სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს სხვადასხვა კომპანიაში შევიდა. არსებული ინფორმაციით, მათ შორისაა სადისტრიბუციო კომპანიები და ქსელური მარკეტების ქსელები.როგოტც დღეს სუსში განაცხადეს, გამოძიების ინტერესის საგანია მხოლოდ ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა. სამთავრობო საკოორდინაციო კომისია 2025 წლის დეკემბერის ბოლოს შეიქმნა, კომისიის შემადგენლობა კი მიმდინარე წლის 5 იანვარს დამტკიცდა. პირველი სხდომა 20 იანვარს შედგა. კომისია სასურსათო პროდუქციის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/04/279241952_62:0:1217:866_1920x0_80_0_0_3fba460b28ceaa0d19f2e8cb2f55406d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს მთავრობა
ბრძოლა ფასებთან: კომპანიებიდან დოკუმენტების ამოღება მიმდინარეობს
გამოძიების ინტერესის საგანია მხოლოდ ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა, აცხადებენ სუსში
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც შევიდა.
გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპულ და ქართულ ფასებს შორის მაღალი სხვაობა სადისტრიბუციო კომპანიების და ქსელების დიდი ფასნამატებით არის განპირობებული, რომელიც საშუალოდ 86%-ია (საზღვრიდან დახლამდე).
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს სხვადასხვა კომპანიაში შევიდა. არსებული ინფორმაციით, მათ შორისაა სადისტრიბუციო კომპანიები და ქსელური მარკეტების ქსელები.
„განჩინების საფუძველზე სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება. ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
როგოტც დღეს სუსში განაცხადეს, გამოძიების ინტერესის საგანია მხოლოდ ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა.
სამთავრობო საკოორდინაციო კომისია 2025 წლის დეკემბერის ბოლოს შეიქმნა, კომისიის შემადგენლობა კი მიმდინარე წლის 5 იანვარს დამტკიცდა. პირველი სხდომა 20 იანვარს შედგა. კომისია სასურსათო პროდუქციის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.