https://sputnik-georgia.com/20260121/matikashvili-evrokavshiri-da-ashsh-dapirispirebis-rejimshi-gadavidnen-296742746.html
დეპუტატი: ევროკავშირი და აშშ დაპირისპირების რეჟიმში გადავიდნენ
დეპუტატი: ევროკავშირი და აშშ დაპირისპირების რეჟიმში გადავიდნენ
Sputnik საქართველო
მათიკაშვილის თქმით, პოლიტიკის ცვლილება შეცვლილ რიტორიკაში ჩანს 21.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-21T21:29+0400
2026-01-21T21:29+0400
2026-01-21T21:29+0400
საქართველო
აშშ
ჩინეთი
გაერო
რუსეთი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/79/243577957_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_618d153357d264f03393e1088767732f.jpg
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები პარტნიორობიდან დაპირისპირების რეჟიმში გადავიდა, რაც ახალი მსოფლიო წესრიგის წარმოშობის სიგნალია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიასთან დაკავშირებული დაძაბულობის გამწვავების ფონზე, რომელსაც ვაშინგტონი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიად მიიჩნევს, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგ დამატებითი სავაჭრო ტარიფების შემოღების თაობაზე განაცხადა. აშშ რეგიონში თავისი გავლენის გაფართოებას დაჟინებით მოითხოვს, რამაც ევროპელი მოკავშირეების, პირველ რიგში დანიის, გერმანიისა და საფრანგეთის მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია, რომლებმაც ასეთი ნაბიჯები მიუღებლად და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ მიიჩნიეს.მისი თქმით, პოლიტიკის ცვლილება შეცვლილ რიტორიკაში ჩანს.ტრამპის მიერ ორგანიზებული „მშვიდობის საბჭო“ თავდაპირველად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების ორგანოდ აღიქმებოდა. 2025 წლის ოქტომბერში მან გაეროს შესაბამისი მანდატი მიიღო. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოს“ უფლებამოსილებების გაფართოებას ცდილობს - „მშვიდობის საბჭოს“ მუშაობაში მონაწილეობის მოწვევა 56 ქვეყნის ლიდერმა მიიღო.
საქართველო
აშშ
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/79/243577957_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_de391de80020cba1dff5bb965b849d12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , ჩინეთი, გაერო, რუსეთი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , ჩინეთი, გაერო, რუსეთი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
დეპუტატი: ევროკავშირი და აშშ დაპირისპირების რეჟიმში გადავიდნენ
მათიკაშვილის თქმით, პოლიტიკის ცვლილება შეცვლილ რიტორიკაში ჩანს
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები პარტნიორობიდან დაპირისპირების რეჟიმში გადავიდა, რაც ახალი მსოფლიო წესრიგის წარმოშობის სიგნალია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიასთან დაკავშირებული დაძაბულობის გამწვავების ფონზე, რომელსაც ვაშინგტონი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიად მიიჩნევს, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგ დამატებითი სავაჭრო ტარიფების შემოღების თაობაზე განაცხადა. აშშ რეგიონში თავისი გავლენის გაფართოებას დაჟინებით მოითხოვს, რამაც ევროპელი მოკავშირეების, პირველ რიგში დანიის, გერმანიისა და საფრანგეთის მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია, რომლებმაც ასეთი ნაბიჯები მიუღებლად და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ მიიჩნიეს.
„პოლიტიკის დიდ მოთამაშეთა შორის იქმნება ახალი მსოფლიო წესრიგი და თამაშის ახალი წესები, მათ შორის ჩინეთთან. აშშ-სა და ევროკავშირს შორის ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ გუშინ მყარი სტრატეგიული პარტნიორობით გამორჩეული ევროკავშირი და აშშ დღეს, პრაქტიკულად, დაპირისპირების რეჟიმში არიან გადასული", - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკის ცვლილება შეცვლილ რიტორიკაში ჩანს.
„დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვია წევრად და ევროკავშირში საფრანგეთის პრეზიდენტი თუ იტალიის პრემიერი ალაპარაკდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი აუცილებელია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგანაც ომი რომ მშვიდობით დასრულდეს, მშვიდობა მოლაპარაკების გარეშე არ ხდება", - განაცხადა დეპუტატმა.
ტრამპის მიერ ორგანიზებული „მშვიდობის საბჭო“ თავდაპირველად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების ორგანოდ აღიქმებოდა. 2025 წლის ოქტომბერში მან გაეროს შესაბამისი მანდატი მიიღო. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოს“ უფლებამოსილებების გაფართოებას ცდილობს - „მშვიდობის საბჭოს“ მუშაობაში მონაწილეობის მოწვევა 56 ქვეყნის ლიდერმა მიიღო.