მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სამწუხაროა: რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი მოლდოვას დსთ-დან გასვლაზე

© photo: Sputnik / Rodion Proka / გადასვლა მედიაბანკშიმაია სანდუ
მაია სანდუ  - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2026
გამოწერა
პესკოვის განცხადებით, ორგანიზაცია წარმოადგენს კარგ ინტეგრაციულ პლატფორმას ურთიერთგანვითარებისა და დიალოგისთვის.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა სინანული გამოთქვა მოლდოვას დსთ-დან გასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ არსებობის მანძილზე აღნიშნულმა ორგანიზაციამ დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა და მნიშვნელობა, იუწყება РИА Новости.
მანამდე, მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა მიჰაი პოპშოიმ რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან სრული გასვლისთვის საჭირო პროცედურების დაწყების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად უწყება ქვეყნის დსთ-ში გაწევრიანების საფუძვლად არსებული შეთანხმებების დენონსაცია-დამტკიცების პროცესშია და დოკუმენტები მალე პარლამენტს გადაეცემა. საუბარია დსთ-ის წესდების, ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეთანხმებისა და ამ შეთანხმების დანართის შესახებ.
„აქ მხოლოდ სინანულის გამოხატვა შეიძლება. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ინტეგრაციის ფორმატია, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სარგებლიანობა წევრი-ქვეყნებისთვის“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, დსთ-ის მუშაობის ფორმატი „კარგი პლატფორმაა უფრო მოწინავე ინტეგრაციების განვითარებისთვის“.
ყველა ახალი ამბავი
0