https://sputnik-georgia.com/20260120/samtavrobo-komisia-sawvavis-pasebzec-imushavebs-296731351.html
სამთავრობო კომისია სურსათსა და მედიკამენტებთან ერთად საწვავის ფასებზეც იმსჯელებს
სამთავრობო კომისია სურსათსა და მედიკამენტებთან ერთად საწვავის ფასებზეც იმსჯელებს
Sputnik საქართველო
სამთავრობო საკოორდინაციო კომისია 2025 წლის დეკემბერის ბოლოს შეიქმნა, კომისიის შემადგენლობა კი 5 იანვარს დამტკიცდა. 20.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-20T19:00+0400
2026-01-20T19:00+0400
2026-01-20T19:00+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/17/286991748_0:100:2000:1225_1920x0_80_0_0_410b14900e096c7c75547906b2f4d24a.jpg
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის პირველ სხდომაზე მიიღეს, რომელიც 20 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.უწყების ცნობით, კომისიის წევრებმა განიხილეს მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა - გაიმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და მუშაობას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს.გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელური გარიგებების ნიშნები არსებობდეს. სურსათზე ფასების საკითხს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისე პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეისწავლის.სამთავრობო საკოორდინაციო კომისია 2025 წლის დეკემბერის ბოლოს შეიქმნა, კომისიის შემადგენლობა კი 5 იანვარს დამტკიცდა.სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად.საქართველოში წლიური ინფლაცია (2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდისთვის) 5,2% იყო, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3% არის. ფასების ყველაზე დიდი ზრდა, 11,7%-ით, საკვებსა და გამაგრილებელ სასმელებზე დაფიქსირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/17/286991748_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_021568d49e88431426216b89164597ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
სამთავრობო კომისია სურსათსა და მედიკამენტებთან ერთად საწვავის ფასებზეც იმსჯელებს
სამთავრობო საკოორდინაციო კომისია 2025 წლის დეკემბერის ბოლოს შეიქმნა, კომისიის შემადგენლობა კი 5 იანვარს დამტკიცდა.
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის პირველ სხდომაზე მიიღეს, რომელიც 20 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
უწყების ცნობით, კომისიის წევრებმა განიხილეს მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა - გაიმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და მუშაობას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს.
„კომისიის მუშაობის პროცესში საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია, რა არის პროდუქციის რეალური ღირებულება, რას მოიცავს ფასები და სად არის არალოგიკური ფასნამატები. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას უკვე დაიწყება", - ნათქვამია განცხადებაში.
გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელური გარიგებების ნიშნები არსებობდეს. სურსათზე ფასების საკითხს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისე პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეისწავლის.
სამთავრობო საკოორდინაციო კომისია 2025 წლის დეკემბერის ბოლოს შეიქმნა, კომისიის შემადგენლობა კი 5 იანვარს დამტკიცდა.
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად.
საქართველოში წლიური ინფლაცია (2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდისთვის) 5,2% იყო, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3% არის. ფასების ყველაზე დიდი ზრდა, 11,7%-ით, საკვებსა და გამაგრილებელ სასმელებზე დაფიქსირდა.