https://sputnik-georgia.com/20260120/ramdenit-gaizarda-gazis-tranziti-296709515.html
რამდენად გაიზარდა საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი?
რამდენად გაიზარდა საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი?
Sputnik საქართველო
გასულ წელს 103 მლნ კუბური მეტრით გაიზარდა სამხრეთ კავკასიური გაზსადენის მიერ გატარებული გაზის მოცულობა. 20.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-20T12:29+0400
2026-01-20T12:29+0400
2026-01-20T12:29+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
თურქეთი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/17/269697462_0:0:3368:1895_1920x0_80_0_0_8b11c8a1090140e583395e11657f8b80.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. 2025 წელს საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი 0,2%-ით გაიზარდა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაზე დაყრდნობით.კორპორაციის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს გავლით 25,165 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნა ტრანსპორტირებული, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 25,118 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენდა.გასულ წელს 103 მლნ კუბური მეტრით გაიზარდა სამხრეთ კავკასიური გაზსადენის მიერ გატარებული გაზის მოცულობა. ამ გაზსადენით 22,933 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გატარდა. აღსანიშნავია, რომ ამ მილსადენით გაზის ტრანზიტი 2020 წლის შემდეგ ორჯერ არის გაზრდილი - 11,1 მლრდ-დან 22,9 მლრდ კუბურ მეტრამდე.რაც შეეხება ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენს, ამ გაზსადენით 2,229 მლრდ კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა, მცირედით ნაკლები ვიდრე 2024 წელს.სამხრეთ-კავკასიური მაგისტრალური გაზსადენით (ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი) ხდება შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთის და შემდეგ ევროპის მიმართულებით.ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით კი, ხორციელდება რუსული გაზის ტრანზიტი სომხეთში. NSGP-ს საქართველოს მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 234 კმ-ს და მისი საპროექტო გამტარუნარიანობა წელიწადში 12 მილიარდი კუბური მეტრია.
საქართველო
აზერბაიჯანი
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/17/269697462_637:0:3368:2048_1920x0_80_0_0_098d5ba5e223278dad248e39aabd8cf4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენად გაიზარდა საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი?
გასულ წელს 103 მლნ კუბური მეტრით გაიზარდა სამხრეთ კავკასიური გაზსადენის მიერ გატარებული გაზის მოცულობა.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. 2025 წელს საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი 0,2%-ით გაიზარდა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაზე დაყრდნობით.
კორპორაციის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს გავლით 25,165 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნა ტრანსპორტირებული, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 25,118 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენდა.
გასულ წელს 103 მლნ კუბური მეტრით გაიზარდა სამხრეთ კავკასიური გაზსადენის მიერ გატარებული გაზის მოცულობა. ამ გაზსადენით 22,933 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გატარდა. აღსანიშნავია, რომ ამ მილსადენით გაზის ტრანზიტი 2020 წლის შემდეგ ორჯერ არის გაზრდილი - 11,1 მლრდ-დან 22,9 მლრდ კუბურ მეტრამდე.
რაც შეეხება ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენს, ამ გაზსადენით 2,229 მლრდ კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა, მცირედით ნაკლები ვიდრე 2024 წელს.
სამხრეთ-კავკასიური მაგისტრალური გაზსადენით (ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი) ხდება შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთის და შემდეგ ევროპის მიმართულებით.
ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით კი, ხორციელდება რუსული გაზის ტრანზიტი სომხეთში. NSGP-ს საქართველოს მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 234 კმ-ს და მისი საპროექტო გამტარუნარიანობა წელიწადში 12 მილიარდი კუბური მეტრია.