https://sputnik-georgia.com/20260120/gamocdebis-erovnuli-centris-ufrosad-tamar-memanishvili-dainisha-296728734.html
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი დაინიშნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი დაინიშნა
Sputnik საქართველო
მემანიშვილმა გამოცდების ეროვნული ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნინო წერეთელი შეცვალა. 20.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-20T21:50+0400
2026-01-20T21:50+0400
2026-01-20T21:50+0400
საქართველო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
საზოგადოება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663185_0:203:2992:1886_1920x0_80_0_0_8e4df3f3a19687d9da6f9b46914e55e4.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თამარ მემანიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. თამარ მემანიშვილმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნინო წერეთელი შეცვალა - წერეთელი უწყებას 2024 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ დღეს წარუდგინა. მინისტრმა თამარ მემანიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. სამინისტროს ინფორმაციით, თამარ მემანიშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის და საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობებს. მემანიშვილი ასევე იყო საქართველოს შსს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი და სხვ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთიანი ეროვნული გამოცდების, ერთიანი სამაგისტრო გამოცდის, პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდების, სასკოლო გამოცდების და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების ორგანიზებითაა დაკავებული. გარდა ამისა, ცენტრი მონაწილეობს სხვა გამოცდების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომლებსაც სამთავრობო უწყებები უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ატარებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663185_295:0:2962:2000_1920x0_80_0_0_d30ab514b6e601a76cc42a3b2d9bb7d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ახალი ამბები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი დაინიშნა
მემანიშვილმა გამოცდების ეროვნული ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნინო წერეთელი შეცვალა.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თამარ მემანიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
თამარ მემანიშვილმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნინო წერეთელი შეცვალა - წერეთელი უწყებას 2024 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.
ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ დღეს წარუდგინა. მინისტრმა თამარ მემანიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.
სამინისტროს ინფორმაციით, თამარ მემანიშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის და საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობებს.
მემანიშვილი ასევე იყო საქართველოს შსს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი და სხვ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთიანი ეროვნული გამოცდების, ერთიანი სამაგისტრო გამოცდის, პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდების, სასკოლო გამოცდების და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების ორგანიზებითაა დაკავებული. გარდა ამისა, ცენტრი მონაწილეობს სხვა გამოცდების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომლებსაც სამთავრობო უწყებები უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ატარებენ.