https://sputnik-georgia.com/20260119/policiam-rusetis-moqalaqe-daakava-296700995.html
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავა
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავა
Sputnik საქართველო
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს 19.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-19T16:00+0400
2026-01-19T16:00+0400
2026-01-19T16:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. თბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ბრალდებით 45 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცს დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე უკანონოდ მოჰყავდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავა
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. თბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ბრალდებით 45 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცს დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე უკანონოდ მოჰყავდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.