https://sputnik-georgia.com/20260118/service-agency-martvis-uflebis-da-qulebis-inpormacia-xelmisawvdomia-296688135.html
Service Agency-ზე მართვის უფლების სტატუსის და ქულების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია
Service Agency-ზე მართვის უფლების სტატუსის და ქულების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია
Sputnik საქართველო
აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად საჭიროა, რომ რეგისტრირებული მომხმარებელი გადავიდეს მართვის მოწმობის ველში, სადაც მის სახელზე გაცემული მართვის მოწმობის სხვა... 18.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-18T12:56+0400
2026-01-18T12:56+0400
2026-01-18T12:56+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266689963_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_fd1d63f33ad49b7d1ff0756914e3925a.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. შსს-ს მომსახურების სააგენტოს აპლიკაცია Service Agency-ში რეგისტრირებულ პირებს აპლიკაციის განახლების შემდეგ შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების სტატუსის და მინიჭებული ქულების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად საჭიროა, რომ რეგისტრირებული მომხმარებელი გადავიდეს მართვის მოწმობის ველში, სადაც მის სახელზე გაცემული მართვის მოწმობის სხვა მონაცემებთან ერთად, მითითებულია მართვის უფლების სტატუსი და მინიჭებული ქულა.შსს-ს მომსახურების სააგენტო ათზე მეტ სხვადასხვა ცნობას გასცემს, მათ შორისაა ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივ სტატუსზე, მართვის მოწმობის გაცემის შესახებ და სხვ.სააგენტოში შესაძლებელია ცნობის თარგმნა ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, თურქულ, იტალიურ, ფრანგულ, ესპანურ და ბერძნულ ენებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266689963_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4711c3d82da2962dd3fcc8328342a7fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
Service Agency-ზე მართვის უფლების სტატუსის და ქულების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია
აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად საჭიროა, რომ რეგისტრირებული მომხმარებელი გადავიდეს მართვის მოწმობის ველში, სადაც მის სახელზე გაცემული მართვის მოწმობის სხვა მონაცემებთან ერთად, მითითებულია მართვის უფლების სტატუსი და მინიჭებული ქულა.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. შსს-ს მომსახურების სააგენტოს აპლიკაცია Service Agency-ში რეგისტრირებულ პირებს აპლიკაციის განახლების შემდეგ შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების სტატუსის და მინიჭებული ქულების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მომსახურების სააგენტო
ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად საჭიროა, რომ რეგისტრირებული მომხმარებელი გადავიდეს მართვის მოწმობის ველში, სადაც მის სახელზე გაცემული მართვის მოწმობის სხვა მონაცემებთან ერთად, მითითებულია მართვის უფლების სტატუსი და მინიჭებული ქულა.
„ვინც აპლიკაციით არ სარგებლობს, სერვისის მისაღებად საჭიროა: ჩამოტვირთოს აპლიკაცია App Store-დან, Google Play Store-დან; შეიყვანოს პირადი მონაცემები; აირჩიოს დოკუმენტი და გაიაროს ვიზუალური იდენტიფიკაცია; დაასრულოს რეგისტრაცია", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს მომსახურების სააგენტო ათზე მეტ სხვადასხვა ცნობას გასცემს, მათ შორისაა ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივ სტატუსზე, მართვის მოწმობის გაცემის შესახებ და სხვ.
სააგენტოში შესაძლებელია ცნობის თარგმნა ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, თურქულ, იტალიურ, ფრანგულ, ესპანურ და ბერძნულ ენებზე.