https://sputnik-georgia.com/20260118/saqartveloshi-ucxo-qveknis-14-moqalaqe-daakaves-296690400.html
საქართველოში უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს
საქართველოში უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ბანგლადეშის, თურქეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის და მაროკოს მოქალაქეები. 18.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-18T21:00+0400
2026-01-18T21:00+0400
2026-01-18T21:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაშიუცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ბანგლადეშის, თურქეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის და მაროკოს მოქალაქეები.უწყების ცნობით, დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.„დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოში უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ბანგლადეშის, თურქეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის და მაროკოს მოქალაქეები.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაშიუცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ბანგლადეშის, თურქეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის და მაროკოს მოქალაქეები.
უწყების ცნობით, დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
„დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით.