https://sputnik-georgia.com/20260118/saqartvelos-nakrzalebshi-turistebis-raodenoba-izrdeba-296689782.html
საქართველოს ბუნებრივი ნაკრძალები სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს - სტატისტიკა
საქართველოს ბუნებრივი ნაკრძალები სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს - სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2025 წლის მონაცემებით, დაცული ტერიტორიების ფართობი 927,748 ჰექტარია, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 13,3%-ს შეადგენს. 18.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-18T14:59+0400
2026-01-18T14:59+0400
2026-01-18T14:59+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ჩვენ და ბუნება
ახალი ამბები
დაცული ტერიტორიების სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24539/82/245398234_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_85853681b56d0bb7764304c33fab333b.jpg
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. 2025 წელს საქართველოს ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიას 1,3 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც 2024 წელთან შედარებით 13%-ით მეტია, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებუ განცხადებაში.ამასთან, 2025 წელს დაცულ ტერიტორიებზე უცხოელი ტურისტების რაოდენობა 14%-ით გაიზარდა და 735,2 ათასი შეადგინა, ქართველი ვიზიტორების რაოდენობა კი 12%-ით გაიზარდა და 515,2 ათასი შეადგინა.საქართველოს პოპულარული ნაკრძალების ტოპ-ხუთეულში შედის პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, წალკის კანიონი და მტირალას ეროვნული პარკი. საქართველოში 94 დაცული ტერიტორიაა (800 ათას ჰექტარზე მეტი), აქედან 15 - ეროვნული პარკებია. მათ ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს. 2025 წლის მონაცემებით, დაცული ტერიტორიების ფართობი 927,748 ჰექტარია, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 13,3%-ს შეადგენს.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სხვადასხვა პროექტს ეკოტურიზმის გასავითარებლად, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებას.საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარი, 330 სახეობის ფრინველი და 160 სახეობის თევზი. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების 90 სახეობაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24539/82/245398234_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_5d1b21713420b674f7c9b301d36754bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ჩვენ და ბუნება , ახალი ამბები, დაცული ტერიტორიების სააგენტო
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ჩვენ და ბუნება , ახალი ამბები, დაცული ტერიტორიების სააგენტო
საქართველოს ბუნებრივი ნაკრძალები სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს - სტატისტიკა
2025 წლის მონაცემებით, დაცული ტერიტორიების ფართობი 927,748 ჰექტარია, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 13,3%-ს შეადგენს.
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. 2025 წელს საქართველოს ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიას 1,3 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც 2024 წელთან შედარებით 13%-ით მეტია, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებუ განცხადებაში.
ამასთან, 2025 წელს დაცულ ტერიტორიებზე უცხოელი ტურისტების რაოდენობა 14%-ით გაიზარდა და 735,2 ათასი შეადგინა, ქართველი ვიზიტორების რაოდენობა კი 12%-ით გაიზარდა და 515,2 ათასი შეადგინა.
საქართველოს პოპულარული ნაკრძალების ტოპ-ხუთეულში შედის პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, წალკის კანიონი და მტირალას ეროვნული პარკი.
საქართველოში 94 დაცული ტერიტორიაა (800 ათას ჰექტარზე მეტი), აქედან 15 - ეროვნული პარკებია. მათ ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს. 2025 წლის მონაცემებით, დაცული ტერიტორიების ფართობი 927,748 ჰექტარია, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 13,3%-ს შეადგენს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სხვადასხვა პროექტს ეკოტურიზმის გასავითარებლად, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებას.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარი, 330 სახეობის ფრინველი და 160 სახეობის თევზი. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების 90 სახეობაა.