პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. პოლიციამ თბილისსა და კახეთის რეგიონში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
აღნიშნულ პირებს ბრალის დამტკიცების შემთხვეაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილებიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: „გამომშრალი მარიხუანა“ და „მდმა“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0