https://sputnik-georgia.com/20260117/rustavsi-sxvadasxva-brenduli-dasaxelebis-falsificirebul-arays-amzadebdnen-296679481.html
რუსთავში სხვადასხვა ბრენდული დასახელების ფალსიფიცირებულ არაყს ამზადებდნენ
რუსთავში სხვადასხვა ბრენდული დასახელების ფალსიფიცირებულ არაყს ამზადებდნენ
Sputnik საქართველო
მიმდინარეობს ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ობიექტებიდან ამოღება. 17.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-17T12:16+0400
2026-01-17T12:16+0400
2026-01-17T17:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/11/296681543_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_79f686ea9ba0e4ac13bf457633143586.png
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადებისფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებასა და გამოყენებას, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადებას ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთავში, მესხიშვილის ქ. №6-ში მდებარე შპს "დაცვის კომპანია ალგანის" ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში იყიდებოდა. ოფისის, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანისა და სავაჭრო ობიექტების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების, მათ შორის – Stolichnaya, Nemiroff, Black Sea, Finlandia, Talka, Koskenkorva Vodka, Parliament და Gray Goose – საერთო ჯამში, 204 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი. ასევე ამოღებულია ჩამოსასხმელად გამზადებული 402 ცალი ცარიელი ბოთლი, ალკოჰოლის ჩამოსხმისა და დამზადებისთვის საჭირო მასალები, 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ელექტრონულად იყო განთავსებული ყალბი აქციზური მარკების ფაილები. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 200¹ და 197-ე მუხლებით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ობიექტებიდან ამოღება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/11/296681543_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_ed9138af1eefc4e86bcff9684f7f1a9f.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური
რუსთავში სხვადასხვა ბრენდული დასახელების ფალსიფიცირებულ არაყს ამზადებდნენ
12:16 17.01.2026 (განახლებულია: 17:28 17.01.2026) მიმდინარეობს ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ობიექტებიდან ამოღება.
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადებისფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებასა და გამოყენებას, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადებას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთავში, მესხიშვილის ქ. №6-ში მდებარე შპს "დაცვის კომპანია ალგანის" ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში იყიდებოდა.
ოფისის, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანისა და სავაჭრო ობიექტების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების, მათ შორის – Stolichnaya, Nemiroff, Black Sea, Finlandia, Talka, Koskenkorva Vodka, Parliament და Gray Goose – საერთო ჯამში, 204 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი.
ასევე ამოღებულია ჩამოსასხმელად გამზადებული 402 ცალი ცარიელი ბოთლი, ალკოჰოლის ჩამოსხმისა და დამზადებისთვის საჭირო მასალები, 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ელექტრონულად იყო განთავსებული ყალბი აქციზური მარკების ფაილები.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 200¹ და 197-ე მუხლებით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ობიექტებიდან ამოღება.