https://sputnik-georgia.com/20260117/evropa-rusettan-omistvis-riad-emzadeba-orbani-296687525.html
ევროპა რუსეთთან ომისთვის ღიად ემზადება - ორბანი
ევროპა რუსეთთან ომისთვის ღიად ემზადება - ორბანი
Sputnik საქართველო
უნგრეთის კონფლიქტში ჩათრევის რისკი „ყოველდღიურ საფრთხეს“ წარმოადგენს, განაცხადა უნგრეთის პრემიერმა 17.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-17T22:20+0400
2026-01-17T22:20+0400
2026-01-18T04:20+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
უნგრეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
ევროპა
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/02/283943050_0:55:3212:1862_1920x0_80_0_0_5a5a8665278edcc5e2f8c2c3b96a47f3.jpg
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. დასავლეთ ევროპა ღიად ემზადება რუსეთთან ომისთვის, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს სხდომები სულ უფრო მეტად სამხედრო შეხვედრებს ემსგავსება.მისი თქმით, ასეთი შეხვედრები არის არა პოლიტიკური დისკუსიები, არამედ „სამხედრო საბჭოებია“, სადაც უნგრეთზე მნიშვნელოვნად დიდი ქვეყნები, განსაკუთრებით გერმანია და საფრანგეთი, განიხილავენ, თუ როგორ აპირებს ევროკავშირი „რუსების დამარცხებას“.ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ სხდომებზე განიხილება რუსეთის მხრიდან შესაძლო რეპარაციები და იმ თანხების დაბრუნება, რომლებიც უკრაინაში ამჟამად იგზავნება. „ამგვარად, დასავლეთ ევროპაში ომისთვის რეალური მზადება მიმდინარეობს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ უნგრეთის კონფლიქტში ჩათრევის რისკი „ყოველდღიურ საფრთხეს“ წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ უნგრეთის მთავრობის ნებისმიერი მომავალი გეგმის მთავარი პრიორიტეტები რჩება „ნეიტრალიტეტის შენარჩუნება“ და „უკრაინაში უნგრული სახსრების გადარიცხვაზე უარის თქმა“.ორბანი ადრეც აცხადებდა, რომ ევროპელი ლიდერები სერიოზულად განიხილავენ 2030 წლისთვის რუსეთთან ომის შესაძლებლობას.თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მოსკოვი არ აპირებს ევროპასთან ომის დაწყებას, მაგრამ რუსეთი მზადაა საპასუხო ზომები მიიღოს ევროპული ქვეყნების აგრესიის შემთხვევაში.
უნგრეთი
ევროპა
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/02/283943050_282:0:3013:2048_1920x0_80_0_0_b6dd382052eb649695ad78324145f074.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, უნგრეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ევროპა, ევროკავშირი
მსოფლიოს ახალი ამბები, უნგრეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ევროპა, ევროკავშირი
ევროპა რუსეთთან ომისთვის ღიად ემზადება - ორბანი
22:20 17.01.2026 (განახლებულია: 04:20 18.01.2026) უნგრეთის კონფლიქტში ჩათრევის რისკი „ყოველდღიურ საფრთხეს“ წარმოადგენს, განაცხადა უნგრეთის პრემიერმა
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. დასავლეთ ევროპა ღიად ემზადება რუსეთთან ომისთვის, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს სხდომები სულ უფრო მეტად სამხედრო შეხვედრებს ემსგავსება.
„ვხედავ, რაც ხდება ევროკავშირის საბჭოს სხდომებზე და შემიძლია თამამად ვთქვა: ისინი ომისთვის ემზადებიან“, - განაცხადა ორბანმა მიშკოლცში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას. ღონისძიება ტელეარხმა M1-ის ეთერში გადაიცემოდა.
მისი თქმით, ასეთი შეხვედრები არის არა პოლიტიკური დისკუსიები, არამედ „სამხედრო საბჭოებია“, სადაც უნგრეთზე მნიშვნელოვნად დიდი ქვეყნები, განსაკუთრებით გერმანია და საფრანგეთი, განიხილავენ, თუ როგორ აპირებს ევროკავშირი „რუსების დამარცხებას“.
ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ სხდომებზე განიხილება რუსეთის მხრიდან შესაძლო რეპარაციები და იმ თანხების დაბრუნება, რომლებიც უკრაინაში ამჟამად იგზავნება. „ამგვარად, დასავლეთ ევროპაში ომისთვის რეალური მზადება მიმდინარეობს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ უნგრეთის კონფლიქტში ჩათრევის რისკი „ყოველდღიურ საფრთხეს“ წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ უნგრეთის მთავრობის ნებისმიერი მომავალი გეგმის მთავარი პრიორიტეტები რჩება „ნეიტრალიტეტის შენარჩუნება“ და „უკრაინაში უნგრული სახსრების გადარიცხვაზე უარის თქმა“.
ორბანი ადრეც აცხადებდა, რომ ევროპელი ლიდერები სერიოზულად განიხილავენ 2030 წლისთვის რუსეთთან ომის შესაძლებლობას.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მოსკოვი არ აპირებს ევროპასთან ომის დაწყებას, მაგრამ რუსეთი მზადაა საპასუხო ზომები მიიღოს ევროპული ქვეყნების აგრესიის შემთხვევაში.